დეკემბერში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური და 4 ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 20-დან 63 წლამდე ასაკის 91 ქალმა.
საუბრების თემა - სამყარო ძალადობის გარეშე. ჯანსაღი ურთიერთობები - მოქნილი ურთიერთობები.
ფსიქოლოგის სიტყვებით, ადამიანური კომუნიკაცია, ჯანსაღი ოჯახური ურთიერთობების აგება რთული და შრომატევადი პროცესია. ჰარმონია - ეს უმაღლესი წესრიგია. წესრიგი კი ადამიანის შინაგანი სამყაროს წონასწორობაა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|