სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჩაატარა საუბრები თემებზე „სამყარო ძალადობის გარეშე“ და „ჯანსაღი ურთიერთობები“.
ფსიქოლოგი გვთავაზობს, გავიხსენოთ როგორია ჯანსაღი ურთიერთობები:
- თქვენ ავსებთ ერთმანეთს.
- თქვენ კამათობთ.
- თქვენ ყველაფერში მხარს უჭერთ ერთმანეთს.
- თქვენ აღარ მალავთ თქვენს ნაკლს.
- საყვარელი ადამიანის გვერდით თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს.
- თქვენ პატივს სცემთ ერთმანეთის პირად ცხოვრებას.
- თქვენ ენდობით ერთმანეთს.
- თქვენ არ გაქვთ ტაბუდადებული თემები.
- თქვენ ღებულობთ ერთმანეთის წარსულს.
- თქვენ ყოველთვის მართლები ხართ ერთმანეთის წინაშე
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|