ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:58
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 28

შემაჯამებელი შეფასებითი სემინარით დაასრულა მუშაობა ფონდმა „სოხუმმა“ პროექტში „ქალ­თა უფ­ლებების გაძლი­ე­რება და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში“.

სემინარს ესწრებოდნენ თანამშრომლები, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები, ფორუმ-თეატრის ახალგაზრდა მსახიობები.

პრო­ექტს ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლება: ინ­ფორ­მი­რება, გა­ნათ­ლება, ძალა­დობის შემთხვე­ვების მო­ნი­ტო­რინ­გი, უნა­რების შეძენა, მომ­სახურება იუ­რი­დი­უ­ლი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის სახით,  ქალ­თა გაძლი­ე­რება სა­კუ­თა­რი უფ­ლებების ად­ვო­კა­ტი­რებისათ­ვის, სა­ზო­გა­დოების, მათ შო­რის ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლების ჩარ­თვა ღო­ნისძიებებში, რომ­ლებიც პირ­და­პირ უკავ­შირ­დება ქალ­თა მდგო­მა­რეობის გა­უმჯობესებას.

სემინარზე შეჯამდა მიღწევები, მოხდა სამწლიანი პროექტით დასახული მიზნებისა და მიღებული შედეგების შედარება.

სა­მი რთული  წე­ლი უკ­ვე წარ­სულს ჩაბარ­და. წინ კი ახალი პერ­სპექ­ტი­ვები იშ­ლება, ახალი გეგ­მები, ახალი მიდ­გო­მები ძვე­ლი, მაგ­რამ კვლა­ვინ­დებურად აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობლე­მის მი­მართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 909 | დაამატა: admin | თარიღი: 29.12.2014

„ქალები, გენდერი, მშვიდობა და ადამიანური უსაფრთხოება“ - ამ სათაურით ფონდმა „სოხუმმა“ გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახულია პროექტის „ქალები და გოგონები -  მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სოციალური სამართლიანობისათვის“ შედეგები და გვიყვება იმ აქტივობებისა და ინიციატივების შესახებ, რომლებიც პროექტის მონაწილეებმა განახორციელეს.

ფილმი საუკეთესოდ ასახავს ქალთა და გოგონათა სამშვიდობო სულისკვეთებას; თვალსაჩინოს ხდის ჩატარებულ დისკუსიებს ქალთა ადამიანური უსაფრთხოების გაძლიერებისათვის; გვიჩვენებს ფონდი „სოხუმის“ მუშაობას ქალთა და გოგონათა ახალი ჯგუფების ჩასართავად სამოქალაქო აქტივობებში, თანამშრომლობას სხვადასხვა სტრუქტურასთან.

ფილმის პრეზენტაცია ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შემაჯამებელ სემინარზე, 28 დეკემბერს. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: ფილმები | ნანახია: 822 | დაამატა: admin | თარიღი: 28.12.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 66
სტუმარი: 66
მომხმარებელი: 0