კვირა, 24.11.2024, 02:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 21

სიუჟეტი, რომელიც ტელეჟურნალ „7 დღის“ ჟურნალისტებმა მოამზადეს, მაყურებელს აცნობს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობის შედეგებს. როგორც ქალაქის მერი აცხადებს, საბჭოს რეკომენდაციების დიდი წილი გათვალისწინებულია მომავალ ბიუჟეტში. მათ შორის საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გენდერული ხასიათი, პედაგოგთა და სხვა პერსონალის  კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი.   საბჭოს წევრების შეფასებით, ახალი ბიუჯეტი ბევრად უფრო გენდერულად მგრძნობიარეა, ვიდრე წინა წლები - ეს თვითმმართველობისა და სამოქალაქო ჯგუფების თანამშრომლობის შედეგია.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 824 | დაამატა: admin | თარიღი: 21.12.2014

ტელეკომპანია „რიონის“ ჟურნალისტებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში გააკეთეს სიუჟეტი, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას აანალიზებს.

უბრალო მოქალაქეები, პარლამენტის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ამ საკითხზე. რიგითი მოქალაქეების აზრით, „ადამიანის უფლებებს მარტო კანონი კი არა, საზოგადოების მორალიც უნდა იცავდეს“.

სიუჟეტში ითქვა, რომ ფონდი „სოხუმი“ 2003 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა უფლებების დაცვისვის. როგორც ფონდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ბოლო დროს საზოგადოება  ნაკლებად მომთმენი გახდა ძალადობის მიმართ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მზარდი აგრესია აუცილებლად უნდა განეიტრალდეს, უნდა მოხდეს ძალადობის ფაქტების ანალიზი, მიზეზების შესწავლა და დაცვის მექანიზმების დახვეწა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 845 | დაამატა: admin | თარიღი: 21.12.2014

„საქმიანობის ხუთი წლის თავზე ჩვენი წრე გაფართოვდა და აფხაზეთელ გოგონათა სამშვიდობო რესურსი  მნიშვნელოვნად გაიზარდა“. „შეიქმნა ახალგაზრდული ქსელი. გოგონების თაოსნობით იმართება ღონისძიებები, კამპანიები, ინოვაციური ინიციატივები“. „ჩვენ მნიშვნელოვან პიროვნულ წინსვლას მივაღწიეთ სკოლაში ყოფნის მანძილზე“. „იყო თეორიისა და პრაქტიკის სინთეზი, განათლება კონფლიქტების მართვაში, კომუნიკაციებში, ლიდერობაში, ადვოკატირებაში, მედიასთნ ურთიერთობაში, ფასილიტაციაში, - ამას სკოლას უნდა ვუმადლოდეთ“.

ასეთი სიტყვები გაისმა ტელეჟურნალ „7 დღეში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ლიდერი გოგონებისთვის დიპლომების გადაცემას მიეძღვნა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 728 | დაამატა: admin | თარიღი: 21.12.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 30
სტუმარი: 30
მომხმარებელი: 0