|
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის პერიოდში ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიები კვლავ ყველაზე საიმედო პარტნიორებად მოგვევლინნენ. მათ ისევე, როგორც წინა წლებში, ფონდი „სოხუმის“ მიერ შეთავაზებული სოციალური რგოლების გაშვება უზრუნველყვეს ფონდმა საშუალება მისცა, თვითონ აერჩიათ რეკლამა შეთავაზებული პროდუქციიდან.
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ტელერადიოკომპანია „აჭარა“, რეგიონალური მაუწყებლები - „რიონი“, „მეგა-ტვ“, „ეგრისი“, „ოდიში“, „მეცხრე ტალღა“, „გურია“ - 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ტელემაყურებლებს ახსენებენ, რომ ოჯახში ძალადობა საშიში სოციალური მოვლენაა! ქალს აქვს უფლება, დაცული იყოს ძალადობისაგან! ჩვენ ძალგვიძს, წინ აღვუდგეთ ძალადობას!
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|