25 ნოემბერს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეუერთდნენ აქციას, რომელიც ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით მოეწყო სენაკში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აქციაში მონაწილეობით მათ გამოხატეს შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და საზოგადოებას მოუწოდეს, რომ იგრძნონ პასუხისმგებლობა და შეაჩერონ ძალადობა!!!
25 ნოემბერს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეუერთდნენ ერას მოედანზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ფონდი „სოხუმი“ იყო. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახალგაზრდების ჯგუფებთან, რიგით მოქალაქეებთან ერთად ერთად აქციაზე ფონდის აქტივისტები, ამომრჩეველ ქალთა კლუბი, დევნილ ქალთა ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილი.
რადიო „თავისუფლების“ სიუჟეტში, რომელიც ეხება აქციას, რესპონდენტები - გენდერული საბჭოს წევრები საკრებულოდან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქციის სხვა მონაწილეები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს დამოკიდებულება პრობლემის მიმართ; ძალადობის მსხვერპლს უნდა სჯეროდეს, რომ მარტო არ არის კრიტიკულ სიტუაციაში; მოძლადეს უნდა დავანახოთ, რომ ვერ გაექცევა სათანადო სასჯელს; საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად, რომ არ დაუშვას ქალთა მიმართ ძალადობის ახალი შემთხვევები; სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ ადამიანმა დაცულად იგრძნოს თავი.
„ძველი ქალაქის“ ეთერში ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული რადიოგადაცემა გავიდა, რომელმაც მსმენელს გააცნო ორგანიზაციის მიერ „16-დღიანი კამპანიის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.
რას ფიქრობენ სპეციალისტები, უბრალო მოქალაქეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები ქალთა მიმართ ძალადობის პრობლების აღმოფხვრის გზებზე; რა საკითხები გამოიკვეთა ფონდის მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივ დისკუსიებზე; რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები; რა პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოებას მსხვერპლის დაცვის და ძალადობის პრევენციის მიმართულებით - ამ საკითხებზე საინტერესო მოსაზრებები გაჟღერდა.
როგორც პარლამენტის წევრები აღიარებენ, ისინი აშკარად ხედავენ, რომ საკანონმდებლო კუთხით ყველაფერი რიგზე არ არის და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას. „ოჯახს აქვს თავისი კულტურა, თავისი მორალი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის თანხვედრაში იყოს საზოგადოებრივ მორალთან“.
რადიო „თავისუფლების“ ციკლი „გენდერული ამბები“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას აანონსებს.
გადაცემაში ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს საზოგადოების გაერთიანების მნიშვნელობა ქალების დასაცავად. „ეს იქნება განგაშის ზარი მთელი ქვეყნისთვის, რადგან ძალადობა, ყველაზე ხშირად, ხდება ჩვენი უსიტყვო თანხმობით“.
საუბარი შეეხო გენდერის მედიაცენტრებს, რომლებიც საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნა. როგორც აღინიშნა, ფონდი „სოხუმი“ აქტიურად ითანამშრომლებს ცენტრებთან: „ვიმედოვნებთ, რომ ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს კომუნიკაციას ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, ხელს შეუწყობს გენდერული ცნობიერების ამაღლებას“. გადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის თანახმად გაიზარდა ძალადობის მსხვერპლთა სასამართლოში მიმართვიანობა. „ზოგჯერ განქორწინებაც არ არის გამოსავალი. ყოფილი მეუღლის მხრიდან მუქარა და აგრესია ხშირად ამის შემდეგაც გრძელდება. ძალადობის მსხვერპლის დაცვა, პირველ რიგში, სახელმწიფოს ვალდებულებაა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალურ კამპანიას - „არა ძალადობას!“ იწყებს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კამპანიის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სხვა სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის წევრები, აშშ-ს საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გაიმართა ჩვენება ვიდეორგოლისა „ძალადობა დასჯადია“, რომელიც სამი კვირის განმავლობაში გავა ეთერში. რგოლის მიზანია მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვევით, შეხვედრას ესწრებოდა ფონდი „სოხუმის“ იურისტი.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
წლის კალენდარში 25 ნოემბერი განსაკუთრებულია თარიღია ფონდი „სოხუმისთვის“- ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, 16-დღიანი კამპანიის დასაწყისი.
წელსაც, ისევე როგორც ბოლო 10 წელი:
ტრადიციული სამზადისი, საგანგებო ატრიბუტიკა, სლოგანები.
16 დღეზე გაწერილი გეგმა ათობით ღონისძიებით, სოციალური ვიდეორგოლი...
და რაც მთავარია, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული აქციები 8 ქალაქში: ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.
აქციებზე ხალხმრავლობა იყო - ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, მედია, პედაგოგები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები.
ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და სენაკში აქციებზე გამოვიდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.
წელს პრობლემა მეტად აქტუალური გახდა - ოფიციალური სტატისტიკით, ძალადობის შედეგად დაიღუპა 24 ქალი!
ამ დღემ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა - ქალთა მოძრაობამ აქციები გამართა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ 20 ქალაქში. ფონდი „სოხუმი“ შეუერთდა აქციებს ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და წყალტუბოში.
დღეს მთელი საქართველოში ისმის პროტესტი ძალადობის გამო.
დღეს ყველა მედიასაშუალება აშუქებს საქართველოს 20 ქალაქში გამართულ აქციებს.
დღეს მთელმა საქართველომ გაიგო პრობლემის აქტუალობა და განაცხადა:
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო შეუერთდა აქციას, რომელიც გაიმართა ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინ.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა, ფონდი „სოხუმის“ ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა.
ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბი წლების მანძილზე მონაწილეობდა 25 ნოემბრის აქციაში. ამჟამად ფონდი „სოხუმი“ არ მუშაობს ხობში, მაგრამ თანამშრომლობა გრძელდება. მანანა შულაიას ინიციატივით, ორგანიზებულ იქნა აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან.
ლიდერ გოგონათა სკოლის ქუთაისის ჯგუფის ორგანიზები წყალტუბოს სპორტის სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა მინი ფეხბურთში. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ წყალტუბოს სპორტსმენები და ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები.
ამ შეხვედრით მამაკაცებმა მხარი დაუჭირეს 16-დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ პარტნიორები ყოველწლიურად იზრდება. ამის დასტური „რიონის“ ეთერში გასული ტელეგადაცემაა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს, რომ ქალზე ძალადობა დაუშვებელია და მას მთელი საზოგადოება უნდა აღუდგეს წინ.
სტუდიაში ფონდის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სპორტსმენები, ფსიქოლოგები, იურისტები, ხელოვნების მუშაკები, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. თავისებური ხიბლი შესძინა გადაცემას წყვილმა, რომელმაც ახლახან ქორწინების 50 წლის იუბილე აღნიშნა. გადაცემის ორგანიზატორების ჩანაფიქრი იყო გამოკვეთილი გენდერული დისბალანსიც: სტუმრებს შორის მამაკაცები სჭარბობდნენ. ოჯახში ძალადობის მეტი წილი კაცებზე მოდის, ამიტომ, მათი აზრით, სწორედ მამაკაცებმა უნდა გამოუცხადონ პროტესტი არსებულ ტენდენციას.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer