ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 07

 

03.11.14 - თვის პირველი შეხვედრა ჩატარდა ქუთაისში, ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში.

შეხვედრას ესწრებოდა 17 გოგონა და ბიჭი: გულახდილები, საინტერესო მოსაუბრეები, ინფორმირებულები. აქტიური დისკუსია გაიმართა, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ბიჭები, რომლებიც გმობდნენ  ძალადობას.

სკოლაში შექმნილია სამოქალაქო კლუბი, რომელშიც 20 აქტიური მოსწავლეა გაერთიანებული. მოსწავლეები მიჩვეულნი არიან საკუთარი აზრის გამოთქმას, დასაბუთებას, ბევრი რამ იციან აქტუალური პრობლემების შესახებ. ეს შეხვედრაზეც კარგად გამოჩნდა.

ბექა წილოსანი: „რატომ ჰგონია მამაკაცს, თუ ქალს დაარტყამს, ამით ის ძლიერი და ოჯახის თავია, ვერ ვგებულობ. ქალი ბევრად ძლიერია, ვიდრე მამაკაცი, ამას ვაღიარებ საკუთარი ოჯახის გამოცდილებიდან. სწორედ ქალს უნდა გაფრთხილება და სითბო, თუ გვინდა, რომ ოჯახმა იარსებოს.“

05.11.14 - მეორე  შეხვედრა  წყალტუბოს 1-ლ  სკოლაში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღო 23 მოსწავლემ. ისინი გულწრფელად საუბრობდნენ.

ერთ-ერთმა ბიჭმა აღნიშნა, თეორიულად ვიცი, როგორ ვიცხოვრო ჰარმონიულად ჩემს მეუღლესთან, მაგრამ პრაქტიკულად როგორ შევეთვისები თანასწორობას, არ ვიციო.

სტერეოტიპები ჯერ კიდევ ძლიერია - მსგავსი შეხვედრები დროთა განმავლობაში ცვლის ახალგაზრდების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.

06.11.14  - ხონის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 13 ახალგაზრდამ. როგორც გაირკვა, მათთვის ეს თემა აქტუალურია, მათ ბევრი რამ იციან პრობლემის შესახებ.

„ჩვენთან ბევრი მაგალითია ოჯახური ძალადობის. ქალები პასიურები არიან - არ მესმის, როცა თავს იმართლებენ იმით, რომ წასასვლელი არ აქვთ, - აღნიშნა ერთმა მონაწილემ. მეორემ კი ასეთი  ფაქტი გაიხსენა: ქმარი ძალადობდა ცოლზე, მეზობელმა დარეკა პოლიციაში. როდესაც მოვიდნენ, ქალი უარი განაცხადა და  მეზობლები დაადანაშაულა.“

ახალგაზრდებში საინტერესო დისკუსიები იმართება, რაც ხელს უწყობს მათი ცნობიერების შეცვლას, მათში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 707 | დაამატა: admin | თარიღი: 07.11.2014

ზუგდიდში მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხურჩის ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა დებატები თემაზე: „ქალთა მიმართ ძალადობა - პრევენციული მექანიზმების შემუშავება“.

ძალადობის თემა სტუდენტებისთვის აქტუალური გამოდგა. დისკუსიისას გამოჩნდა, რომ მიზეზების ანალიზი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი „დამნაშავე“ ქართული ტრადიციებია. მეორე ნაწილის აზრით, ქალზე ძალადობის პრობლემები  არსებობს იმ ქვეყნებშიც, სადაც მენტალიტეტი შედარებით სუსტია.

საერთო მოსაზრებით, მიზეზი არაერთია და ეს პრობლემა სახელწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს.

დებატების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის ცნობიერება ადრეული ასაკიდან ყალიბდება და ძალადობის პრევენციაც ახალგაზრდების განათლებით უნდა დაიწყოს - ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 738 | დაამატა: admin | თარიღი: 07.11.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0