33 ქალბატონი მონაწილეობდა ჯგუფურ ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო შეხვედრაში სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
ფინდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ისაუბრა აქტუალურ თემაზე „რატომ ვართ ასეთი გაღიზიანებულები, საიდან მოდის აგრესია ოჯახსა და საზოგადოებაში“.
ჩატარდა მუშაობა ტესტით „როგორი ამინდია თქვენს ოჯახში“. 5 ქალბატონს, რომელთაც „არასასურველი“ ქულები მიიღეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაუტარდათ. ეს პირველი ნაბიჯია მათი ოჯახური ურთიერთობების ცვლილებებისკენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|