|
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ნიკეას ქუჩაზე (ყოფილი კოოპერაციული საწარმოს შენობა) ჩატარდა. გარემონტებულ შენობაში 75 დევნილი, ხოლო 6 ადგილობრივი ოჯახია ჩასახლებული. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, შენობა დევნილთათვის დაკანონებულია, ხოლო ის ადგილობრივი ოჯახები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის (სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამო ჩაასახლეს, ფართების დაკანონებას მოითხოვენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შენობის ნაწილს არა აქვს აივნები, ეზოში არ არის გამწვანება, საბავშვო გასართობი მოედანი, მოუწესრიგებელია შესასვლელი გზა (წვიმების დროს იტბორება, არის ტალახი). აღნიშნული საკითხების შესწავლას და მოგვარებას დევნილები სთხოვენ მაჟორიტარ დეპუტატს, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს - ირმა პეტრიაშვილს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|