ორგანიზაციის „ერთობა თანადგომისათვის“ ოფისში ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
საუბარი შეეხო დევნილთა პრობლემებს - ითქვა, რომ დევნილთა უმრავლესობა მხოლოდ სეზონურადაა დასაქმებული. უმუშევრობა უმთავრესი პრობლემაა.
დისკუსია გაიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე. მონაწილეებმა 25 ნოემბერს ფონდი „სოხუმის“ მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის სურვილი გამოხატეს.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|