კვირა, 24.11.2024, 01:27
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 28

„ასეთ შეხვედრებს შეუძლია შეცვალოს ბევრი არასწორი წარმოდგენა და  დამოკიდებულება“.

„კარგი იქნება, სისტემატიური ხასიათი ჰქონდეს ასეთ შეხვედრებს, მეტმა ადამიანმა მიიღოს მათში მონაწილეობა“.

მსგავსი კომენტარები გააკეთეს ახალგაზრდებმა ვორკშოპებზე, რომლებიც ოზურგეთის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში. ვორკშოპების თემა იყო: „ოჯახური ძალადობის ტიპები, რეფერირების გზები და მექანიზმები“.

მონაწილეებში გააცნობიერეს, რომ ძალადობა არ არის ერთი ოჯახის ან კონკრეტული ადამიანის პრობლემა, არამედ სოციალური პრობლემა. მათ შეეცვალათ დამოკიდებულება  ძალადობის მიმართ და გაუჩნდათ პრევენციულ ღონისძიებებში ჩართვის სურვილი.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 694 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2014

6 შეხვედრა ჩატარდა ნოემბერში ქუთაისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან. ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის მომატებასთან დაკავშირებით იურისტის მთავარი თემა იყო „საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და მასში შესული ცვლილებები.

ამ შეხვედრების მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. კანონში შესული ცვლილებების თანახმად  მოძალადე ისჯება თავისუფლების აღკვეთით  ერთი წლის ვადით.

შეხვედრებს ესწრებოდა 59 მოქალაქე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 651 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2014

28 ნოემბერს ფონდ „სოხუმსა“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის-ქუთაისის ბიუროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიზანია თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების, გენდერული სამართლიანობის მიღწევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართვის ხელშეწყობისათვის.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ორგანიზაციები ერთობლივად გეგმავენ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 767 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2014

 

28 დეკემბერს, ხონში, საბავშვო ბიბლიოთეკაში, ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა მრგვალი მაგიდა ჩაატარეს თემაზე „ქალთა მიმართ ძალადობა“. მეცხრე-მეთერთმეტეკლასელები აქტიურად განიხილავდნენ პრობლემას. მათი აზრით, ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობას ხელს უწყობს ქალების განათლების დაბალი დონე, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, საკუთარი უფლებების არცოდნა.

დისკუსიის დასასრულს ახალგაზრდები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძალადობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ მიუღებელია. დიდი მნიშვნელობა მიაკუთვნეს ახალგაზრდების  აღზრდას სწორად, ჯანსაღი შეხედულებებით.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 871 | დაამატა: admin | თარიღი: 28.11.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0