4, 10, და 20 ნოემბერს ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია წყალტუბოში, ხონსა და ფოთში. დამსწრეთა რაოდენობა შეადგენდა 29-ს.
ხონში შეხვედრა შედგა ფონდის ადგილობრივი იურისტის სოფიო გრძელიშვილის საადვოკატო ოფისში, სადაც გარდა ბენეფიციარებისა, იმყოფებოდნენ ადვოკატები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თემა ეხებოდა ძალადობასა და მის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ასპექტებს.
ფოთსა და წყალტუბოში, გარდა ოჯახში ძალადობის საკითხების განხილვისა, საუბარი გაიმართა გეგმიურ თემახე: „ბრაზი და მისი მართვის ტექნიკა“.
19 და 20 ნოემბერს, ქუთაისის და გეგუთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ მხარდაჭერით ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა ჩაატარა 2-2 საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე. მსჯავრდებულები ინტერაქტიულობით გამოირჩეოდნენ, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა მენტალობით განპირობებული როლები და სტერეოტიპები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|