მთავარი »
2014 » ნოემბერი » 25 » „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“ - ტელეგადაცემა „რიონის“ეთერით
14:04 „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“ - ტელეგადაცემა „რიონის“ეთერით |
|
16-დღიან კამპანიაში ფონდი „სოხუმის“ პარტნიორები ყოველწლიურად იზრდება. ამის დასტური „რიონის“ ეთერში გასული ტელეგადაცემაა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა მაყურებელს, რომ ქალზე ძალადობა დაუშვებელია და მას მთელი საზოგადოება უნდა აღუდგეს წინ.
სტუდიაში ფონდის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სპორტსმენები, ფსიქოლოგები, იურისტები, ხელოვნების მუშაკები, საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. თავისებური ხიბლი შესძინა გადაცემას წყვილმა, რომელმაც ახლახან ქორწინების 50 წლის იუბილე აღნიშნა. გადაცემის ორგანიზატორების ჩანაფიქრი იყო გამოკვეთილი გენდერული დისბალანსიც: სტუმრებს შორის მამაკაცები სჭარბობდნენ. ოჯახში ძალადობის მეტი წილი კაცებზე მოდის, ამიტომ, მათი აზრით, სწორედ მამაკაცებმა უნდა გამოუცხადონ პროტესტი არსებულ ტენდენციას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
კატეგორია: TV გადაცემები |
ნანახია: 791 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |