დაგეგმილი ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს 6 ქალაქში ერთი მეორის მიყოლებით ტარდება. ახალგაზრდული ქსელის საინიციატივო ჯგუფები 25 ნოემბერს შეუერთდნენ მასშტაბურ აქციებს.
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული ქსელი აქტიურად ჩაერთო 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ქუჩებში, ხალხმრავალ ადგილებში დარიგდა კამპანიის სიმბოლური ლენტები, საინფორმაციო ფურცლები, ბროშურები.
ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა დაწესებულებაში, მოსახლეობასთან. გაიმართა ესეების კონკურსი.
ამ ღონისძიებებში ახალგაზრდულმა ქსელმა ათობით თანატოლი ჩართო, რადგან მათთვის მიუღებელია ძალადობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|