შაბათი, 20.04.2024, 08:44
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 25 » დღეს მთელს საქართველოში ისმის პროტესტი ძალადობის გამო
16:28
დღეს მთელს საქართველოში ისმის პროტესტი ძალადობის გამო

 

 

წლის კალენდარში 25 ნოემბერი განსაკუთრებულია თარიღია ფონდი „სოხუმისთვის“- ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, 16-დღიანი კამპანიის დასაწყისი.

წელსაც, ისევე როგორც ბოლო 10 წელი:

ტრადიციული სამზადისი, საგანგებო ატრიბუტიკა, სლოგანები.

16 დღეზე გაწერილი გეგმა ათობით ღონისძიებით, სოციალური ვიდეორგოლი...

და რაც მთავარია, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებული აქციები 8 ქალაქში: ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი.

აქციებზე ხალხმრავლობა იყო - ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, მედია, პედაგოგები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები.  

ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და სენაკში აქციებზე გამოვიდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები.

წელს პრობლემა მეტად აქტუალური გახდა - ოფიციალური სტატისტიკით, ძალადობის შედეგად დაიღუპა 24 ქალი!

ამ დღემ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები შეიძინა - ქალთა მოძრაობამ აქციები გამართა ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ 20 ქალაქში. ფონდი „სოხუმი“ შეუერთდა აქციებს ზუგდიდში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და წყალტუბოში.

დღეს მთელი საქართველოში ისმის პროტესტი ძალადობის გამო.

დღეს ყველა მედიასაშუალება აშუქებს საქართველოს 20 ქალაქში გამართულ აქციებს.

დღეს მთელმა საქართველომ გაიგო პრობლემის აქტუალობა და განაცხადა:

არა - ქალთა მიმართ ძალადობას!

ძალადობა დანაშაულია!

ქალს აქვს უფლება, იცხოვროს ძალადობის გარეშე!

იგრძენი პასუხისმგებლობა - შეაჩერე ძალადობა!

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 803 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0