სენაკის მუნიციპალიტეტის კურორტ მენჯში, ყოფილ სანატორიუმ „კოლხიდაში“ მცხოვრებ დევნილებს შეხვდა ფონდი „სოხუმის“ იურისტი.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მონაწილეთა პრობლემების გაცნობა და მათი გადაჭრის გზების პოვნა. დევნილებს განსაკუთრებით ანტისანიტარიის პრობლემა აწუხებთ. მთავარ პრობლემად კი განსახლება დაასახელეს. არ იციან, რა ელოდებათ, როდის დააკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართით... გადაწყდა, დეტალურად შეისწავლონ საკითხი და დაწერონ განცხადება შესაბამისი სამინისტროს სახელზე, რათა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია.
ამას გარდა, შეხვედრაზე საუბარი იყო კანონზე ოჯახში ძალადობის შესახებ და იმ მექანიზმებზე, რომელთა მეშვეობითაც სახელმწიფო იცავს ძალადობის მსხვერპლს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|