კვირა, 24.11.2024, 01:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 29

29 ნოემბერს სენაკში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლიდერ გოგონათა სკოლის სენაკის ჯგუფმა გამწვანების აქცია ჩაატარა. აქციაში მონაწილეობდნენ: მე-6, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები, დევნილი ქალები. მათ 15 ძირი ბზა დარგეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 772 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2014

 

 

16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად ერთვებიან  და პროტესტს გამოხატავენ ახალგაზრდები.

სენაკში თავიანთი ინიციატივით შეუერთდნენ კამპანიას მოსწავლეები და ეკოკლუბის (ხელმძღვანელი -  ქეთინო კოღუა) წარმომადგენლები.

27 და 28 ნოემბერს სენაკის 1-ლ და მე-2 საჯარო სკოლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები, რომელთა ფასილიტატორები იყვნენ თეო სოსელია და ლიკა გაბუნია.

27 და 28 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისში, ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაშიც. შეხვედრებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი - ლელა აფშილავა).  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 734 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2014

ნოემბერში გაიმართა 8 ჯგუფური და 5 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში. შეხვედრებს ესწრებოდა 59 ქალბატონი 19-დან 64 წლამდე.

შეხვედრების თემა - რატომ ვართ ასეთი ბრაზიანები, საიდან მოდის აგრესია ოჯახსა და საზოგადოებაში.

აგრესია ინდიკატორია იმისა, რომ საზოგადოებაში ყველაფერი არ არის რიგზე, ეს ყოველთვის არის პასუხი ფსიქოლოგიურ დისკომფორტზე.

რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ გავუმკლავდეთ საკუთარ აგრესიას?

პასუხი ერთია - თვითრეგულაცია. ეფექტურია აგრეთვე საკუთარი დამოკიდებულების შეცვლა სიტუაციის მიმართ, ენერგიის გადატანა უფრო კონსტრუქციულზე. იფიქრეთ, რომ აგრესია არაფერს მოგცემთ, პირიქით, განწყობას გაგიფუჭებთ. ამის ნაცვლად თქვენ უნდა ეცადოთ, დაძლიოთ წინააღმდეგობა და გადაჭრათ პრობლემა - მაშინ თქვენი სიბრაზეც გაქრება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 810 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 41
სტუმარი: 41
მომხმარებელი: 0