ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტები გაეცნენ ქალთა ორგანიზაციის, ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას და თანამშრომლობის სურვილიც გამოხატეს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ სტუდენტებს არაერთი პრობლემა აქვთ - მეტი მხარდაჭერაა საჭირო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათ გასააქტიურებლად.
სტუდენტებმა ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში.
ამავე დღეს ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების წევრები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს - ლაშა სირაბიძეს შეხვდნენ. მისი დახმარებით ლეონიძის 15-ში, დევნილთა დასახლებაში შიდა განათების პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|