ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:30
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 29

საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ქუთაისში, სასტუმრო „კოლხეთში“. შეკრებილები გაეცნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციისა და მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.

ამ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილების თხოვნით დაიწერა განცხადება ქ. ქუთაისის მერის სახელზე შენობის გადახურვის თაობაზე. მათ გადაწყვიტეს, რომ ამ განცხადების ჩაბარების შემდეგ კომპეტენტურ ორგანოებს მიმართონ სხვა პრობლემების (სარდაფის დასუფთავება, წყლის ამოტუმბვა, სადარბაზოს მოწესრიგება) მოგვარების მოთხოვნითაც - თუნდაც თანადაფინანსებით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 664 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2014

გრძელდება ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები საკრებულოს წევრებთან. 

27-29 ოქტომბერს საბჭოს წევრები შეხვდნენ „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარეს თეიმურაზ კიკვაძეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს გიორგი ქობალიანს, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს კახაბერ დვალიშვილს, საკრებულოს წევრებს ბესიკ გაბადაძესა და ამირან ძოწენიძეს.

საკრებულოს წევრებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის შესახებ. საკრებულოს წევრების აზრით, საბჭო ხელს შეუწყობს გენდერული პოლიტიკის დამკვიდრებას. მათ გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 698 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2014

ოქტომბერში ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა 8 ჯგუფური და 3 ინდივიდუალური შეხვედრა ფსიქოლოგთან. შეხვედრებს ესწრებოდა 62 ქალი 20–დან 63 წლამდე.

საუბრის თემა: რა არის ყველაზე მთავარი ოჯახური სითბოს მისაღწევად და და ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად?

„მშვიდობა ძალით არ მიიღწევა, ის მხოლოდ ურთიერთგაგებით მოდის.“ - ა. აინშტაინი.

ქალისა და მამაკაცის ბუნება სხვადასხვაგვარია და ეს განსხვავებულობა კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს ერთმანეთს, ერთ წყვილად აქცევს.

რიმა, 56 წლის: სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. ამის გარეშე არაფერი გამოვა.

ილონა, 51 წლის: ქმარი არ არის ცოლის საკუთრება და არც ქალია ქმრის საკუთრება. სირბილე, მოქნილობა, მოთმინება, ნდობა, სიკეთე – ყველაფერი ეს ერთად ქნის ოჯახში თბილი ურთიერთობების ჰარმონიას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: კონსულტაციები | ნანახია: 794 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2014

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები კიდევ ერთხელ  ახსენებენ ქალებს, რომ  ძალადობა ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არსებობს. მეტიც – პრობლემა უფრო გამწვავდა, 20–ზე მეტი ქალია მოკლული ძალადობის შედეგად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ამიტომაც  ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ოქტომბერში სამობილიზაციო შეხვედრები  ძალადობის თემაზე საუბარს დაუთმეს.

შეხვედრების  მონაწილე  ქალებმა აღნიშნეს:

„მინდა, რომ ჩემმა ქალიშვილმა უფრო სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვროს ვიდრე მე, არ იყოს გარემოების მსხვერპლი.“

„საკმარისია ის, რაც ხდება!“

„ქალებს გვაქვს სიცოცხლის უფლება!“

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 777 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2014

 

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ხურჩის, ფოთის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრები შეუერთდნენ კამპანიას ქალთა გახშირებული მკვლელობების წინააღმდეგ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა და აქტივისტებმა მოაწყვეს შეხვედრები, სადაც  განიხილეს მიზეზები, არსებული სიტუაცია და პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან მსხვერპლი ქალები.

შეხვედრის  ბოლოს ქალებმა დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება მოწოდებებით  „არა - ქალთა მკვლელობებს!“, „ქალებს გვაქვს  სიცოცხლის უფლება!“ „დავიცვათ ქალები ძალადობისგან!“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: აქციები | ნანახია: 750 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0