ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:17
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 22 » საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში
20:39
საინფორმაციო შეხვედრა ბათუმში

ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სტუდენტები გაეცნენ ქალთა ორგანიზაციის, ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობას და თანამშრომლობის სურვილიც გამოხატეს.

შეხვედრაზე ითქვა, რომ სტუდენტებს არაერთი პრობლემა აქვთ - მეტი მხარდაჭერაა საჭირო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათ გასააქტიურებლად.

სტუდენტებმა ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში.

ამავე დღეს ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ადვოკატირების წევრები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეს - ლაშა სირაბიძეს შეხვდნენ. მისი დახმარებით ლეონიძის 15-ში, დევნილთა დასახლებაში შიდა განათების პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრება.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 835 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0