ხუთშაბათი, 18.04.2024, 14:03
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 15

- წყალტუბოში თითქმის არაფერი ხდება ახალგაზრდებისთვის საინტერესო, ჩვენ გვაქვს ბევრი ინიციატივა, მაგრამ მისი განხორციელების საშუალება არ არსებობს.

- არასოდეს ვიცით, რა ღონისძიებები აქვს ჩვენს მთავრობას დაგეგმილი, რომ ჩვენც ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა.

ასეთი მოსაზრებები ჰქონდათ ახალგაზრდებს წყალტუბოს ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ დებატებზე, რომელსაც ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ნემსაძე.

დებატების თემა იყო „ახალგაზრდული პროგრამები ადგილობრივ ბიუჯეტში“.

როგორც საკრებულოს წარმომადგენელმა აღნიშნა, წყალტუბოში იგეგმება ახალგაზრდული პარლამენტის შექმნა, რომელიც აქტიური ახალგაზრდებს შემოიკრებს.

ახალგაზრდებმა საკუთარ იდეებზეც ისაუბრეს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა: ეს შეხვედრა აუცილებლად ჰპოვებს გაგრძელებას, რადგან საჭიროა  ახალგაზრდების ინიციატივების მოსმენა, რათა მომავალში ეს იდეები სხვადასხვა ღონისძიებაში აისახოს.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 709 | დაამატა: admin | თარიღი: 15.10.2014

პირველი საკითხი, რომელიც სხდომის დღის წესრიგში იდგა, ეხებოდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივებს. მომზადდა წერილი საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, რომ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ჩართულ იქნას საჯარო მოხელეთა შერჩევის საკონკურსო-საატესტაციო მუშაობაში.

საბჭოს წევრებმა გააგრძელეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განმსაზღვრელი  დოკუმენტის შემუშავება. ეს საქმიანობა ურეკში ჩატარებულ ტრენინგზე დაიწყო. დოკუმენტი წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევის ადგილობრივ სამოქმედო გეგმას.

გაიმართა მსჯელობა გენდერული ასპექტების კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტის მონიტორინგის თაობაზე, რაც ოქტომბერში განხორციელდება საბჭოს წევრების მიერ. მონიტორინგის შემდეგ ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, რათა ახალ საბიუჯეტო პროგრამებსა და პროექტებში გათვალისწინებულ იქნას გენდერული ასპექტები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 688 | დაამატა: admin | თარიღი: 15.10.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0