კვირა, 24.11.2024, 00:34
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 10

ფონდი „სოხუმის“ ასისტენტებმა კიდევ სამი შეხვედრა ჩაატარეს ახალგაზრდებთან თემაზე „ეთიკა, ესთეტიკა და სქესობრივი აღზრდა“.

ფოთში შეხვედრას ესწრებოდა 14 ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდა დედები. საინტერესო და აქტიური დისკუსია გაიმართა. როგორც აღინიშნა, მსგავს თემაზე საუბარი დადებითად მოქმედებს ცნობიერებაზე. ეთიკა და ესთეტიკა ოჯახის სარკეა, სქესობრივი აღზრდა კი ფრთხილი საკითხია, რომელსაც თავისი სპეციფიკა სჭირდება.

კოკში ჩატარებულ შეხვედრაში ძირითადად მეთერთმეტეკლასელები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანის აზრით, „ეთიკურობა და ესთეტიკურობა მიმზიდველი თვისებებია. სწორედ ეს თვისებები არის უკონფლიქტობის, კომუნიკაბელურობის,  ინტელექტუალურობის მაჩვენებელი“.

აქტიურობდნენ შეხვედრაზე სენაკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები. გაიმართა საინტერესო დისკუსია. ეთიკისა და ესთეტიკის საკითხებმა დააინტერესა შეხვედრის მონაწილენი, რაც შეეხება სქესობრივ აღზრდას, ითქვა, რომ ეს არის ძალიან ინტიმური საკითხი, რომელსაც საჯაროდ განხილვა არ უხდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 10.10.2014

 

გრძელდება ვორკშოპები ოჯახური კონფლიქტების თემაზე. ოქტომბერში ვორკშოპები ჩატარდა ახალგაზრდებთან ქუთაისში, ხონში და ზუგდიდში (კოკში).

ვორკშოპი იწყება პიროვნული კონფლიქტების გარჩევით. როგორც ინტერაქტივმა აჩვენა, ახალგაზრდები ფსიქოლოგიური კუთხით ნაკლებად იცნობენ საკუთარ თავს. სხვა დროს არ უფიქრიათ იმაზე, კონფლიქტურ სიტუაციაში როგორ შეუძლიათ საკუთარი ემოციების მართვა.

ამის შემდეგ დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე: პიროვნული კონფლიქტების კავშირი ოჯახურ კონფლიქტთან, პიროვნების ხასიათი და კონფლიქტების განვითარება.

ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა, ვისწავლოთ  ემოციების მართვა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 10.10.2014

ხურჩის ახალგაზრდულმა ცენტრმა დებატები მესხიას სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა. მონაწილეებმა იმსჯელეს, რამდენად აქვთ ახალგაზრდებს საშუალება, თავისუფალი დრო სწორად გაანაწილონ და ჩაერთონ იმ ღონისძიებებში, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ტარდება.

მონაწილეთა აზრით, თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებული თარიღების დროს დაგეგმილ უფასო კონცერტებს, მათთვის საინტერესო  არაფერი ხდება ქალაქში. საერთოდ არ იცნობენ ადგილობრივ პროგრამებს. ისინი, ძირითადად, იმ აქტივობებში არიან ჩართულნი, რომელთაც უნივერსიტეტი ახორციელებს.

გამოითქვა მოსაზრება, მეტი აქტიურობა გამოიჩინონ, ითანამშრომლონ ადგილობრივ ახალგაზრდულ დეპარტამენტთან და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.  

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 719 | დაამატა: admin | თარიღი: 10.10.2014

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დაეთმო გენდერული თანასწორობის გეგმის შემუშავებას, რომელიც საყრდენი იქნება ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გატარებისათვის. პრიორიტეტებად არჩეულ იქნა განათლების, ჯანდაცვის სფეროები,  აქცენტი გაკეთდა გენდერული მექანიზმის შექმნასა და მის გაძლიერებაზე.

სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარემ ლელა ნაცვალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეების მხრიდან წამოვიდა ინიციატივა იმის შესახებ, რომ გენდერული მრჩევლების კანდიდატურები წარდგენილ იქნან გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობიდან.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 771 | დაამატა: admin | თარიღი: 10.10.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 55
სტუმარი: 55
მომხმარებელი: 0