ქუთაისის კულინარიულ კერძო სასწავლებელში 1 ოქტომბერს ფონდი „სოხუმის“ ასისტენტმა პირველად ჩაატარა შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 14 გოგონამ.
შეხვედრის თემა - ეთიკა, ესთეტიკა და სქესობრივი აღზრდა.
აუდიტორია ნაკლებად იყო ინფორმირებული მსგავს საკითხებზე, თუმცა დისკუსიაში ჩაერთნენ. კიდევ დაიგეგმა მათთან შეხვედრის ჩატარება. ეს გავლენას მოახდენს მათ ცნობიერებაზე.
ამ თემაზე გაიმართა შეხვედრა 12 გოგონასთან წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც. ისინი თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს, საუბრობდნენ პრობლემებზე.
-სქესობრივ აღზრდაზე საუბარი ცოტათი უხერხული მგონია, რაც ეთიკასა და ესთეტიკას ეხება, ეს მნიშვნელოვანია. მსგავსი შეხვედრები ნაწილობრივ გამოასწორებს ჩვენს ურთიერთობებში არსებულ პრობლემებს,- აღნიშნა ერთ-ერთმა გოგონამ.
შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრშიც. მასში მონაწილეობა მიიღო 9 ბიჭმა და 2 გოგონამ. შეხვედრის თემამ გამოიწვია აქტიური დისკუსია, ბიჭები ძალიან აქტიურობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა: „საინტერესო თემაა, მაგრამ ჯერ არ არის საზოგადოება მზად მისი განხილვისთვის. მსგავსი შეხვედრები სწორედაც რომ მოამზადებს ნიადაგს“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|