სენაკის, ქუთაისისა და ხურჩის (ზუგდიდი რაიონი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგთან შეხვედრებს 35 ქალი ესწრებოდა.
შეხვედრის თემა - ოჯახური ურთიერთგაგების საიდუმლოებები.
-ურთიერთგაგება - ეს ის მომენტია, როცა ჯერ კიდევ არ გიჩხუბიათ და უკვე შერიგდით, - ეს იყო შეხვედრის ერთ-ერთი მესიჯი.
ქალებმა აღნიშნეს: „ასეთი სასარგებლო, ცოცხალი შეხვედრები ზრდის ჩვენს ცოდნას, გვეხმარება, რომ შევიცვალოთ, დავბრძენდეთ, გავუგოთ ჩვენს კაცებს და ჩვენს თავსაც“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|