კვირა, 24.11.2024, 00:45
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 31

ოქტომბერში ფონდი „სოხუმის“ 6 ახალგაზრდულ ცენტრში ჩატარებულმა დებატებმა ბევრი ახალგაზრდა დააინტერესა. მათაც გაუჩნდათ სურვილი, შეხვდნენ თავიანთ ქალაქებში ახალგაზრდული საქმეების განყოფილებათა წარმომადგენლებს - არ ეგონათ, დებატებზე ეს შესაძლებელი თუ იყო.

მას შემდეგ, რაც ფონდი „სოხუმი“, გენდერული საკონსულტაციო საბჭოები, ამომრჩეველ ქალთა კლუბები, ლიდერ გოგონათა სკოლა და ახალგაზრდული ქსელი შეუერთდნენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს, ჩვენი გვერდის რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით:

315 მოწონება

72  ახალი პუბლიკაცია

1454 დათვალიერება

ბოლო დღეებში ბევრი წერილი მივიღეთ. გვწერენ სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მოგვიწოდებენ აქციებისკენ და გვიერთდებიან.

ფონდმა „სოხუმმა“ გააკეთა მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს. ამ მიმართვას ფეისბუქის 135 მომხმარებელი გამოეხმაურა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

ნანახია: 833 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2014

ჟურნალისტებთან შეხვედრა სამ ნაწილად დაიყო.

პირველ რიგში, ისინი დაესწრნენ მემორანდუმის ხელმოწერას ქალაქ ოზურგეთის მერიას, ქალაქის საკრებულოსა და ფონდ „სოხუმს“ შორის.

შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს ოთახში გაიმართა საუბარი ჟურნალისტთა როლზე, კონკრეტულ მასალებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერული პოლიტიკის დანერგვას.

ბოლოს კი ჟურნალისტებმა სოლიდარობის ნიშნად გადაიღეს ფოტო სლოგანით „ქალს აქვს უფლება, იცხოვროს ძალადობის გარეშე“. ჟურნალისტებს გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებიც შეუერთდნენ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 728 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2014

 

გასული წლის ბოლოს მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს ფონდ „სოხუმსა“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის. 31 ოქტომბერს მემორანდუმი გაფორმდა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს არის უკვე არსებული ერთობლივი საქმიანობის ახალი ეტაპი და განსაზღვრავს მხარეების მიერ ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის დანერგვის მხარდაჭერას. აქცენტი გაკეთდა გენდერული თანასწორობის კუთხით სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 783 | დაამატა: admin | თარიღი: 31.10.2014

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 52
სტუმარი: 52
მომხმარებელი: 0