რადიო „ძველ ქალაქში“ გავიდა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული გადაცემა, რომელიც ოჯახში ძალადობის საგანგაშო მასშტაბებს უსვამს ხაზს და ამ კუთხით ფონდის საქმიანობას ასახავს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დასავლეთ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ჩატარებულ მუშაობას ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დაცვის კუთხით.
საინტერესოა პარლამენტის წევრების მოსაზრებებიც, რომელთაც საჭიროდ მიაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით „მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის ევროპულთან მიახლოება“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|