კვირა, 24.11.2024, 01:05
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 22 » გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ბათუმში
14:45
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ბათუმში

ბათუმში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები მერიის სათათბირო დარბაზში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. პირველ რიგში, საბჭოს წევრებმა ბოლო დროს მოხშირებული ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები დაგმეს და აღნიშნეს, რომ ყოველი ღირსეული ადამიანი მკაცრად უნდა გაემიჯნოს ძალადობის ყოველ გამოვლინებას. დაისვა კითხვა: „რა უნდა დავუპირისპიროთ ამ სოციალურად მახინჯ მოვლენას?“ ითქვა, რომ ინფორმაციის, განათლების ნაკლებობა დიდწილად განაპირობებს ძალადობის მომძლავრებას. აქვე მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში ამ კუთხით შესული ცვლილებების განხილვა, დისკუსია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ადგილობრივ დონეზე.

საბჭოს სხდომაზე საკრებულოსთვის კვლევის საფუძველზე წარსადგენი რეკომენდაციები შეაჯერეს. მოხდა  იმ პროექტებისა და პროგრამების  განხილვა, რომელთა ადგილობრივ  ბიუჯეტში ინტეგრირებაც იგეგმება. შეირჩა ადვოკატირების საკითხები.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 801 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0