„ადვოკატირება და საზოგადოებრივი კამპანიები“ - ასეთი იყო თემა ლიდერ გოგონათა სკოლის მესამე ტრენინგისა, რომელიც 17-19 ოქტომბერს გაიმართა ბათუმში. ტრენინგის თემატიკამ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
გოგონებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკული სავარჯიშოებით გაამყარეს. გაწერეს ღონისძიებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. შეთანხმდნენ ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში ჩასატარებელი მრგვალი მაგიდების თემებზე.
ამას გარდა სკოლის გოგონები შეხვდნენ ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. ლიდერმა ქალბატონებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.
ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა ტრენინგი შეაფასეს როგორც განსაკუთრებულად საინტერესო, სასარგებლო და ნაყოფიერი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|