ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ხშირად დასმულა ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები და სიტუაცია საბავშვო ბაღებში. ამიტომაც სხდომაზე მოწვეული იყო საკრებულოს წევრი დავით წიტაიშვილი, რომელიც კურირებს განათლებისა და ტრანსპორტის საკითხებს.
საუბარი შეეხო გაუმართავ ტრანსპორტს, ხაზიდან თვითნებურად გასვლას, სადგურების განტვირთვას. როგორც აღინიშნა, ამ საკითხების მოგვარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მეტი ჩართულობაა საჭირო.
გაირკვა, რომ მომავალი წლიდან იგეგმება ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა, აგრეთვე ბაღებში თანამშრომელთა დამატება, ფსიქოლოგების და ლოგოპედების გადამოწმება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|