ხუთშაბათი, 05.12.2019, 23:19
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » კვლევები

კვლევა მომზადდა ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის   გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის  ფარგლებში.

მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის  მხარდაჭერის შედეგად (პროექტის კოორდინაციას ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში)

 

Donwload>>>

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 558 | დაამატა: admin | თარიღი: 17.07.2014

კვლევა მომზადდა ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის   გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის  ფარგლებში.

მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის  მხარდაჭერის შედეგად (პროექტის კოორდინაციას ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში).

 

Donwload>>>
 

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 537 | დაამატა: admin | თარიღი: 16.07.2014

კვლევა მომზადდა ფონდი „სოხუმის“ მიერ პროექტის 

 გენდერული საკონსულტაციო საბჭოები  -

 ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის  ფარგლებში.

 

მისი განხორციელება შესაძლებელი გახდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის  მხარდაჭერის შედეგად (პროექტის კოორდინაციას ახორციელებს

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში)

Donwload>>>

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 513 | დაამატა: admin | თარიღი: 15.07.2014

ლიდერ გოგონათა სკოლის 24 პირველკურსელს პირველ ტრენინგზე მიეცა საშინაო დავალება -  დევნილი გოგონების მდგომარეობის და სიტუაციის შესწავლის  მიზნით სოციოლოგიური კვლევის ჩატარება იმ ქალაქებში, სადაც ცხოვრობენ (კერძოდ, ანკეტირება 10 იგპ გოგოსთან და ჩაღრმავებული ინტერვიუ სამ ქალთან, რომელსაც თავად მიიჩნევენ ლიდერად).

30 ივნისის მონაცემებით, ლიდერთა სკოლის წევრებმა ჯერჯერობით ანკეტირება ჩაუტარეს 180 აფხაზეთიდან დევნილ გოგონას, ხოლო  ჩაღრმავებული ინტერვიუ - 54 ლიდერ ქალს.

დევნილი გოგონების უმეტესობას ქალთა ლიდერობის შესახებ ნაწილობრივი ინფორმაცია აქვს. მათ საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისთვის დახმარება სჭირდებათ.

დევნილი გოგონების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია, კონფლიქტები დარეგულირდეს მშვიდობიანი გზით. მათი დიდი ნაწილი თავს ლიდერად არ აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივ აქტივობებში სხვებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა და სხვამ უნდა მოაგვაროს პრობლემები, რადგან მათ ამის უნარი არ გააჩნიათ.

გოგონების დაბალი თვითშეფასება იმ დამკვიდრებული სტერეოტიპების გავლენაა, რომლის მიხედვითაც ლიდერობა მათი საქმე არ არის, პრობლემები მამაკაცებმა უნდა მოაგვარონ და ყველა სფეროში ისინი უნდა იყვნენ ლიდერები. გოგონები არც კი ფიქრობენ საკუთარი ლიდერული თვისებების გამოვლენას, თუმცა ბევრ მათგანში შეინიშნება ეს თვისებები, ბევრი მათგანი ხალისით დათანხმდა გამოკითხვას და მზად არის მომავალში ჩაერთოს მსგავს აქტივობებში.

ლიდერ ქალებთან ჩაღრმავებულმა ინტერვიუმ ცხადყო, რომ მათ შესაძლებლობების რეალიზებისას უწევთ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გადალახვა - ის, რომ ქალი დიასახლისია, ლიდერობა კი მამაკაცის საქმეა.

გამოკითხულთა მოსაზრებით, არსებული ბარიერების გადალახვა შესაძლებელია საზოგადოების ცნობიერების ფორმირებით, სწორი შეხედულებების დამკვიდრებით ქალთა შესაძლებლობების შესახებ.

რესპონდენტები მიიჩნევენ - ქალი რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდოს, ყველაფერი გამოუვა, ზოგჯერ მამაკაცზე უკეთესადაც. მთავარია, მოინდომოს.

მათი აზრით, ლიდერი ქალის სტატუსს რთულად აღიქვამს საზოგადოება იმ დამკვიდრებული მოსაზრების გამო, რომ ქალი ნაკლებად ჭკვიანია, ზოგჯერ კი უფრთხიან მამაკაცები ლიდერ ქალებს, რადგან ფიქრობენ, რომ მათ გვერდით დაიჩრდილებიან.

ლიდერი ქალბატონები მიიჩნევენ, რომ ქალმა ფსიქოლოგიური შეზღუდვის გარეშე თვითონ უნდა აღიაროს, რომ ის მამაკაცის თანასწორია. სხვა შემთხვევაში თანასწორობა მოჩვენებითია და რეალურად ვერასდროს მიიღწევა თანასწორობა. არსებული უთანასწორობა კი ძალიან ცუდად უბრუნდება საზოგადოებას.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 519 | დაამატა: admin | თარიღი: 01.07.2014

სადღეისოდ ბევრი ქვეყანა აღიარებს, რომ არსებობს გენდერული და ქალთა პრობლემები, რომელთა გადაჭრაც, საჭიროებებიდან გამომდინარე, მოითხოვს კონკრეტული სტრატეგიების შემუშავებასა და სპეციალური ზომების განხორციელებას.

ცხოვრების ყველა სფეროში გენდერული უთანასწორობის პრობლემის გადასაჭრელად კომპლექსური და მიზანმიმართული პოლიტიკის აუცილებლობა ხაზგასმით აღინიშნა პეკინში გამართულ ქალთა მსოფლიო კონფერენციაზეც. ამ შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მოთხოვნას წარმოადგენდა მთავრობების მიერ ეროვნული სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავება. პეკინის მოქმედებათა პლატფორმის 289 პუნქტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებს  განსაკუთრებული როლი აქვთ ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე დამყარებული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინტელექტუალური კლიმატის შექმნაში. ქალთა ორგანიზაციები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული გენდერული თანასწორობის მიღწევისაკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელებასა და მონიტორინგში“. >>>

Donwload>>>

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 527 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2014

1-დან 25 აპრილამდე ქუთაისის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შესასწავლად.

საბჭოს წევრებმა:

- ჩაატარეს 4 ფოკუს-ჯგუფი (ახალგაზრდები, აქტივისტი ქალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია, სამედიცინო სპექტრი, პედაგოგები).

- ჩაიწერეს 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ ექსპერტებთან (განათლებისა და ეკონომიკის სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დამცველი). 

- შეავსეს 150 ანკეტა (დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა გამოკითხვა).

კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და  ქუთაისის საკრებულოს წარუდგენენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 472 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2014

დასრულდა სოციოლოგიური კვლევა, რომელიც სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს 1-დან 25 აპრილამდე.

კვლევის მიზანი იყო ქალთა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასება. კვლევის დროს ჩატარდა 3 ჩაღრმავებული ინტერვიუ განათლების და ბიზნესის სფეროს ექსპერტებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან, 3 ფოკუს-ჯგუფი ინტელიგენციასთან (პედაგოგები, მედიცინის მუშაკები...), ახალგაზრდებთან (სტუდენტები, ფონდი „სოხუმის“ ლიდერთა სკოლის წევრები), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ანკეტურ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 100-მა ქალმა (დევნილები, სოციალურად დაუცველები, მცირე ბიზნესში ჩართული ადამიანები და ფონდი „სოხუმის“ ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები).

კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და წარუდგენენ ადგილობრივ საკრებულოს, რათა ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას გამოვლენილი საჭიროებები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: კვლევები | ნანახია: 502 | დაამატა: admin | თარიღი: 25.04.2014

1 2 3 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2019  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 130
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0