მთავარი »
2014 » ივლისი » 3 » მშვიდობისმყოფელობა და ახალგაზრდები
01:01 მშვიდობისმყოფელობა და ახალგაზრდები |
|
ხონის დებატ-კლუბზე ახალგაზრდები მშვიდობის თემით დაინტერესდნენ. მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ კრებულს „მშვიდობისმყოფელობა და ქალები“. ამაღელვებელი ქალთა ისტორიების მოსმენის შემდეგ დებატები ემოციურ ფონზე გაგრძელდა და საინტერესო არგუმენტები დაფიქსირდა. ერთ-ერთი მონაწილის აზრით, მშვიდობას ერთი ადამიანი ვერ შექმნის, პროცესში ჩართული უნდა იყოს მთელი საზოგადოება, მათ შორის - ახალგაზრდები.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სამშვიდობო საქმიანობაში ქალების წვლილი განუსაზღვრელია. კრებულში შეტანილი ისტორიები ნებისმიერ ადამიანში გააღვიძებს სამშვიდობო მოტივაციას, სამშვიდობო მუხტი კი გადამდებია და გაზრდის მშვიდობის მშენებელთა რიცხვს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
|
|
კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები |
ნანახია: 764 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |