გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა.
საბჭოს წევრმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა თეონა გოგიშვილმა შეკრებილთ მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საბოლოო შედეგები ჯერ არაა დათვლილი. გამომდინარე, რეალურად სწორი არ არის ის მონაცემები, რომელსაც აცხადებენ.
„ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 29%-მა, მაშინ როდესაც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე მაჩვენებელი 36%-ს შეადგენდა. საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე ნაკლები დარღვევა და ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა“, - აღნიშნა ქალბატონმა თეონამ.
სხდომაზე განხილულ იქნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტი. წევრებმა გულდასმით იმსჯელეს თითოეული პუნქტის ირგვლივ და შეიტანეს ცვლილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|