მთავარი »
2014 » თებერვალი » 25 » მორიგი შეხვედრა ოზურგეთელ ჟურნალისტებთან
10:23 მორიგი შეხვედრა ოზურგეთელ ჟურნალისტებთან |
| ოზურგეთელ ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა დამოუკიდებელ სამაუწყებლო კომპანია „გურიაში" მოეწყო. შეხვედრაში
მონაწილეობდნენ ადგილობრივი მედიის ჟურნალისტები, რომელთა შორის იყვნენ ოზურგეთის
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები. ჟურნალისტები მზად არიან, არა მარტო გააშუქონ
გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ფონდი „სოხუმის" მუშაობა, არამედ მეტი
ყურადღება მიაქციონ სოციალურ თემებს, ქალთა პრობლემებს, გენდერულ საკითხებს. მათ გაუჩნდათ იდეა, მოამზადონ ერთობლივი მედიაპროექტი.
მზად არიან, თავიანთი გამოცდილება და ძალისხმევა გააერთიანონ, რათა მოიძიონ ახალი
ფინანსური რესურსები გენდერულ საკითხებზე დამატებითი მუშაობისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით |
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 969 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |