ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდული ქსელის
ცენტრების ლიდერების შეხვედრა ჩატარდა. შეფასდა გასული წლის მუშაობა და შემუშავდა მიმდინარე
წლის სტრატეგიული გეგმა. თითოეული ცენტრის ლიდერმა განსახილველად წარმოადგინა საკუთარი
ინიციატივები.
დაიგეგმა ქსელური დებატების ციკლი თემაზე „ადამიანური უსაფრთხოება",
რომელიც 24 თებერვალს დასრულდება სოფელ ხურჩაში შეხვედრით, სადაც ხურჩელ ახალგაზრდებთან
ერთად მათი ქუთაისელი თანატოლებიც იქნებიან.
ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ქსელის
მუშაობა უფრო და უფრო აქტიური ხდება, რაც დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდების გააქტიურებასაც
ნიშნავს.