პარასკევი, 29.03.2024, 01:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 25 » აქციები დასავლეთ საქართველოში - ერთიანი პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
19:23
აქციები დასავლეთ საქართველოში - ერთიანი პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ






ფონდი „სოხუმის" აქციები არავის უკვირს, რადგან 10 წელზე მეტია, სწორედ ამ ფორმით გამოვხატავთ პროტესტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

 

ქუთაისი

2 საათზე ქალაქის მერიის გვერდით უკვე იდგნენ აქციის მონაწილენი - ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის წევრები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები, სასკოლო ფორუმ–თეატრების მსახიობები, ჟურნალისტები...

სლოგანები ადრინდელზე მეტი იყო, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ერთმა:

„ბოლო თვეებში დასავლეთ საქართველოში ძალადობისგან 7 ქალი დაიღუპა!

გაეროს კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია.

SOS - ძალადობა ჩვენს გვერდითაა!"

აქცია, ტრადიციულად, მდუმარედ მიმდინარეობდა ერთი საათის განმავლობაში.

აქციის პარალელურად – რიგდებოდა საინფორმაციო ფურცლები, თეთრი ბაფთები, ტელე და რადიოჟურნალისტები იწერდნენ ინტერვიუებს...


http://megatv.ge/portfolio/ბოლო-მოვუღოთ-ქალთა-მიმარ/


http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=2800


 

ხურჩა

ხურჩაში აქციაზე შეიკრიბა 40–მდე ადამიანი - ქალთა მხარდაჭერის ცენტრისა და ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტები.

აფხაზეთთან ახლოს შეკრებილთათვის განსაკუთრებით აქტუალურია კამპანიის მთავარი სლოგანი: „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ"

აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს გაუგზავნეს სამშვიდობო გზავნილი.

 

ფოთი

ერთად - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შეიკრიბნენ  აქციაზე ფოთში.  ფონდი „სოხუმის" აქტივისტებს შეუერთდნენ სამეგრელოს გენდერული ქსელის წარმომადგენლები, პედაგოგები და ჟურნალისტები.

აქციის შესახებ ინფორმაცია გაშუქდა ინტერნეტ–ტელევიზიაში „თავისუფალი სიტყვა".


 http://tspress.ge/ka/site/articles/15059/


სენაკი

ხალხმრავალი აქცია გაიმართა სენაკში. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პროტესტმა გააერთიანა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: საკრებულო და გამგეობა, წითელი ჯვრის საზოგადოება, მედმუშაკები, დასუფთავების სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ქალაქისა და მენჯის სკოლების წარმომადგენლები.

აქციამ მთელი ქალაქის ყურადღება მიიპყრო მხარდამჭერთა სიმრავლითა და აქტუალური სლოგანებით.

 

წყალტუბო

ტრადიციულად, აქცია დაიწყო ქალაქის ცენტრალურ პარკში. შემდეგ კი აქციის მონაწილეები გადავიდნენ სპორტის სასახლეში, სადაც იმართებოდა ფლეშმობი.

ორივე ღონისძიების მონაწილეები გაერთიანდნენ - გამოცხადდა კამპანიის შესახებ, დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, კალენდრები, პოსტერები...

ფლეშმობის მონაწილეებმა თეთრი ბაფთებით განაგრძეს გამოსვლა.

ასე ერთიანად გამოხატეს მხარდაჭერა წყალტუბოში.

 

ხონი

აქ 40–მდე ადამიანი შეიკრიბა ქალაქის ცენტრალურ სკვერში - ახალგაზრდებს შორის იყვნენ გოგონებიც და ბიჭებიც.

სლოგანებმა და საინფორმაციო მასალებმა კამპანიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია ქალაქის მოსახლეობას.

მონაწილეებმა აქციის შემდეგ შემოიარეს  მაღაზიები, ბანკები,  ბაზარი და გაავრცელეს ათობით საინფორმაციო ფურცელი. 




კატეგორია: კამპანიები | ნანახია: 847 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0