|
ფონდი „სოხუმის"ლიდერ-გოგონათა სკოლის მოსწავლემ - მარი კვანჭიანმა(სენაკი), მის მიერ მომზადებული მინი- სპექტაკლი „კენჭები" ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში წარმოადგინა. ესწრებოდნენ ამავე სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები. წარმოდგენა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზეა, მან განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია მაყურებლებში.
სპექტაკლის დასასრულს წამყვანებმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ წარმოდგენა ტარდება ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიებით ისინი პროტესტს უცხადებენ კონფლიქტებს,ომებს, რადგან კონფლიქტი ყველაზე დიდი ძალადობაა ადამიანებზე.
|
|
|
ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მასტერ-კლასი კულინარიაში.
მონაწილეთა თვალწინ მომზადა ხორცის სალათი. ქალები თვლიან, რომ მასტერ კლასებზე ბევრი რამ ისწავლეს. იაფად, მარტივად მომზადებული გემრიელი სალათები თუ ნამცხვრები მასტერ კლასების შემდეგ მათ სამზარეულოში ჩნდება, რადგან ქალებს სურვილი უჩნდებათ აქ ნასწავლი კერძები ოჯახის წევრებსაც გააცნონ.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე, დაურიგდათ პოსტერები, საინფორმაციო ფურცლები. |
|
|
ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში დევნილ ქალებთან შეხვედრა ჩაატარა, საუბარი იყო ოჯახზე, ცოლ-ქმრის დამოკიდებულებაზე, საიდან იწყება ოჯახური კონფლიქტები და რა უწყობს ხელს ძალადობას ოჯახში. მონაწილეებმა ფსიქოლოგისგან არაერთი საჭირო რჩევა მიიღეს. |
|
|
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საფუძვლები, საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირის მიღება საქართველოს მოქალაქედ. სამკვიდროს აღდგენა კომლში, ანდერძის შედგენის ფორმა, შეღავათები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის. მეუღლეთა უფლებები განქორწინებისას და სასამართლო გადაწყვეტილებისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესი, მშობლის უფლებების შეჩერების საფუძველი, - ეს ის საკითხებია რომლის შესახებაც ფონდი „სოხუმის" იურისტებმა კონსულტაციები მიაწოდეს დევნილ ქალებს ქუთაისსა ( დეკემბერი) და ხონში(9 დეკემბერი). |
|
|
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობასა და მის გამომწვევ უამრავ მიზეზზე. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი უმუშევრობა და არასათანადო ეკონომიკური გარემო დასახელდა.
დღის წესრიგში რჩება ასევე ის საკითხები, რომლებზეც მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრები.
ფონდის იურისტმა, თამარ ფაჩულიამ, ამომწურავი პასუხი გასცა შეკითხვებს იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც საჭიროა ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადის გასაზრდელად და უფასო მშობიარობის დასაკანონებლად.
|
| |