ფონდი „სოხუმის" ლიდერთა სკოლის გოგონების ინიციატივით ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის წარმოდგენა მოეწყო ქუთაისის ცენტრალურ სკვერში.
წარმოდგენამ მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინეს პენსიონრებმა. არანაკლებ აქტიურობდნენ ახალგაზრდებიც. მაყურებელთა აზრით, მსგავსი ღონისძიებები რეგულარულად უნდა იმართებოდეს, რათა საზოგადოება უფრო ფხიზლად იყოს ძალადობასთან მიმრთებაში.
წარმოდგენას ევროკავშირის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
იურგენ სპეიდელის(დამკვირვებელი) აზრით, ფორუმ-თეატრის სფეციფიკა იმდენად საინტერესოა, რომ საზოგადოებას აძლევს საშუალებას იფიქროს ძალადობისგან თავის დაღწევის მექანიზმებზე, რაც, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. |