23 დეკემბერს ტელეკომპანია „რიონის" ეთერით ფონდის მიერ ორგანიზებული მორიგი ტელეგადაცემა გავიდა. სტუდიაში ამომრჩეველ ქალთა კლუბების აქტივისტები, იურისტები, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, მოქალაქეები შეიკრიბნენ.
საუბარი შეეხო ქალთა ირგვლივ არსებულ იმ პრობლემებს, რომლებიც ორგანიზაციის მიერ რეგიონებში წარმოებული მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს ფონდ „სოხუმში" გამართული მრგვალი მაგიდა-ფორუმის მონაწილეების მიერ არსებულ პრობლემათა ნუსხიდან გამოყოფილი საკითხების ირგვლივ. ეს არის უფასო მშობიარობისა და ერთწლიანი ანაზღაურებული დეკრეტული შვებულების საკითხი, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ქალთა საზოგადოების დაკვეთაა და მიუხედავად მისი გადაწყვეტის სირთულისა, ოჯახების სოციალური დაცვის, სწორი დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებისათვის უმნიშვნელოვანესად მიაჩნიათ.
გადაცემაში საინტერესო დისკუსიების გარდა გაჟღერდა არაერთი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა ქალთა სოციალური დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციას, ასევე დღეისათვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებს, რომლის ირგვლივაც შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. იმედი გამოითქვა, რომ აღდგენილი იქნება ვაუჩერების პროგრამა მშობიარეთათვის, რადგანაც მას უამრავი ოჯახისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
გაჟღერდა სინანული იმის გამო, რომ არსებობს ქალების კატეგორია, რომლების არცერთი პროგრამის ბენეფიციარად არ მოიაზრებიან და ისინი არიან სწორედ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში.
სტუდიაში იყო მაყურებელთა ზარები, რომელთაც კიდევ ერთხელ ცხადყვეს გადაცემის თემის აქტუალობა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |