რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში გასული რადიოგადაცემა კამპანიის ბოლოს -ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დაემთხვა.
გადაცემამ მოგვითხრო ფონდის ინიციატივაზე, რომლის შედეგად ქუთაისში ახალი სკვერის პრეზენტაცია მოხდა. სკვერი კამპანიის დაწყების დღეს, ფონდის მიერ მთელ დასავლეთ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის ფარგლებში გაიხსნა და მას, შესაბამისად, „25 ნოემბრის სახელობის სკვერი" ეწოდა. გაჟღერდა აქციაზე მოსული ადამიანების სოლიდარობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ქუთაისში ფონდის ეგიდით გამართული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს დისკუსიებზე საერთოკავსასიურ ფორმატში, რომლებიცსაკითხის გარშემო გაიმართა.
გადაცემა შეეხო ფონდის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას. რესპონდენტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეკრებები, რადგან სუბარი ამ მეტად სპეციფიკური რეგიონის ქალებისთვის მეტად საჭირბოროტო საკითხებს ეხება.
გადაცემაში გაშუქდა კამპანიის ფარგლებში განხორციელებულისხვა არაერთი საინტერესო ღონისძიება და მისი რეზონანსი. კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოება აცნობიერებს ძალადობას, როგორც პრობლემას, ეძებს გზებს მისი დაძლევისათვის.
10 დეკემბერს ტელეკომპანია „რიონის ეთერით" ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული ტელეგადაცემა გავიდა.
გადაცემას ფონდის ტელეჟურნალისტების მიერ მომზადებული ტელესიუჟეტი უძღოდა, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ფონდი „სოხუმის" მიერ25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩატარებულ მუშაობას ასახავდა.
სტუდიაში ფონდის იურისტ-ექსპერტები, ჟურნალისტთა სადისკუსიო კლუბის წევრები, ფორუმ თეატრის მსახიობები, ფონდის ლიდერთა სკოლის სტუდენტები, საზოგადოების სამი თაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
როგორია ძალადობის მასშტაბები, სად ვეძებოთ მისი მიზეზები, რა შეიძლება, დავუპირისპიროთ მას, არის თუ არა საზოგადოება შეურიგებელი ძალადობის მიმართ და როგორ შეიძლება არსებული დამოკიდებულების შეცვლა.
საინტერესო პოზიცია გამოავლინეს ახალგაზრდებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ძალადობას აქვს სოციალური შინაარსი. ის არ არის კერძო მოვლენა და არ მთავრდება ოჯახში, არამედ იწყებს გავრცელებას საზოგადოებაში. ამას ამყარებდა რეგიონში მომხდარი სამწუხარო შემთხვევა, რომელიც ტრაგედიით დამთავრდა.
საუბარი შეხო კანონს. ითქვა, რომ ის უნდა იცავდეს მსხვერპლს.
გადაცემის განმავლობაში სტუდიაში ისმოდა ზარები, რომლის დროსაც საზოგადოების საკითხისადმი ინტერესი დაფიქსირდა.
- რა გავლენას ახდენს მიგრაცია ახალგაზრდებზე, როგორ ცხოვრობენ, ან რას გრძნობენ ის მოზარდები, რომელთა დედები საზღვარგარეთ არიან სამუშაოდ წასული - ამ საკითხების გარშემო ორი საათის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა ფონდ „სოხუმში" გამართული მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს. მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები.
აღინიშნა, რომ სამუშაოდ საძებნელად საზღვარგარეთ წამსვლელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობით არის გამოწვეული. მონაწილეთა უმრავლესობამ ჩათვალა, რომ შვილებს განსაკუთრებით სჭირდებათ დედა და მას ვერავინ შეცვლის, ამიტომაც მიგრაცია ნეგატიურად აისახება მოზარდების ცხოვრებაზე.
შეხვედრაზე გაიჟღერა, რომ აუცილებელია გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომაც, რათა იმ მიზეზების წინააღმდეგ იმუშაოს, რომელიც მიგრაციის ზრდას უწყობს ხელს.
ფონდ „სოხუმში" სამდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე - მონიტორინგი და ადვოკატირება. მონაწილეობდნენ აქტიური დევნილი ქალები ხონიდან, წყალტუბოდან, ქუთაისიდან,რომლებიც ამავე ქალაქებში ჩატარებული შესარჩევი ტრენინგებიდან იქნენ არჩეულნი. მონაწილეთა აზრით, ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო ინფორმაციული თვალსაზრისით:
- საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ ადგილობრივ თვითმმართველობაზე, გავეცანით ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, - ამისცოდნა თითოეული ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანია.
- სიტყვა მონიტორინგი არაერთხელ გამიგია, მაგრამ მისი არსი არ მესმოდა, ტრენინგზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები მივიღეთ რა არის მონიტორინგი, როგორ ხდება მისი დაგეგმვა. რა არის გენდერული ანალიზი. ჩვენ თვითონ ვმონაწილეობდით ამ პროცესებში პრაქტიკული სავარჯიშოებით.
ტრენერთა შეფასებით ჯგუფი აქტიურობით გამოირჩეოდა, ისინი შეძლებენ თეორიული მასალების პრაქტიკულად გამოყენებას,რაც მომავალში მონიტორინგისჩატარებას გულისხმობს.
16-დღიანი კამპანიის ბოლო დღეს ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი ქუთაისში „წყალწითელას" დევნილთა კოლექტიურ ცენტრს ესტუმრა. შეკრებილებმა ისუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე. მიიჩნევენ, რომ ქალი სოციალურად დაუცველია, რადგან არ არის სამუშაო,ბაზრობებზე დგანან სიცივეში, სიცხეში, მუშაობენ სათბურებში, სეზონურად თხილის მოსაგროვებლად დადიან - ეს სამუშაოები ქალისთვის ძალიან შრომატევადია დაფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან.
მონაწილეებს დაურგდათ კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები.
კამპანიის ფარგლებში ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეთა მიერ წყალტუბოში, 16 სხვადასხვა სანატორიუმში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მონნაწილეებს მიეწოდათ ინფორმაციო მსოფლიო კამპანიასთან დაკავშირებით, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები. მონაწილეთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო, ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არ არის მასშტაბური და არ ღირს განგაშის ატეხვა, უმრავლესობა თვლის, რომ ძალადობა ბოროტებაა და მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა მუშაობდეს.