კვირა, 24.11.2024, 00:48
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 06

ფონდისოხუმის" ფსიქოლოგი ქუთაისშინორჩ ნატურალისტთა" სახლში მცხოვრებ დევნილთა კოლექტიურ ცენტრს ესტუმრა. საუბარი 16-დღიან კამპანიაზე დაიწყო. რის შემდეგაც დევნილმა ქალებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. სოციალური პრობლემები, უმუშევრობა- ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალში რასაც დევნილები განიცდიან. მონაწილეებს დაურიგდათ პოსტერები, კალენდრები.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1103 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.12.2010

ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა წყალტუბოში. ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მრგვალი მაგიდა ჩაატარეს.

- ახალგაზრდების დასაქმების საკითხი- ამ საკითხების ირგვლივ ცხარე დისკუსია გაიმართა. მონაწილეთა საერთო მოსაზრებით დასაქმების თვალსაზრისით საქართველოში რთული მდომარეობაა, წყალტუბოში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილი ან თბილისშია წასული, ან საზღვარგარეთ. ანალოგიური სიტუაციაა დანარჩენ საქართველოში.

ყურადღება გამახვილდა პროფესიონალ კადრებზე. აღინიშნა, რომ მაღალი გადასახადების მიუხედავად ინსტიტუტები ვერ უზრუნველყოფენ სტუდენტების მაღალკვალიფიცირებულ მომზადებას. რის გამოც დასაქმებისას მეტი ყურადღება ეთმობა იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც განათლება საზღვარგარეთა აქვთ მიღებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდა გაშუქდა ტელეკომპანია „რიონის" მიერ.

 

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1011 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.12.2010

კლუბის წევრებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის შესახებ, ქალბატონებმა 25 ნოემბერს ჩატარებული აქციის შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდა. მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი კამპანიები არის პროტესტი ყოველგვარი ძალადობის მიმართ კლუბმა დღის მთავარ თემად ოჯახური ძალადობა აირჩია, დისკუსიაც სწორედ ამის ირგვლივ გაიმართა. მანანა შულაიამ ოჯახური ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე ისაუბრა. ქალებმა აღნიშნეს, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებებია გასატარებელი.

გარდა ოჯახური ძალადობისა კლუბზე სხვა პრობლემებიც დაისვა: ფასიანი მშობიარობა და უფასო დეკრეტული შვებულებები. ქალბატონები მიიჩნევენ, რომ გამარტივებას საჭიროებს გაშვილების პროგრამაც. აღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით საჭიროა ხელმოწერების შეგროვება, წერილი ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა გარკვეული ცვლილებები იქნას შეტანილი საკანონმდებლო სისტემაში.

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1066 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.12.2010

- რა არის ოჯახი? როგორი ურთიერთობაა თაობებს შორის? - მსგავსი შეკითხვები ისმოდა

ფონდ „სოხუმში" გამართულ სამნფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც ახალგაზრდა გოგონები ესწრებოდნენ.

მონაწილეთა მოსაზრებით ტრადიცია და სტერეოტიპები ქართულ ოჯახებში იმდენად ძლიერია, რომ ახალ თაობას უჭირს დამოუკიდებლობის მოპოვება და  შვილები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი. რაც ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის სახეს იძენს.  მონაწილეები ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად მშობლებთან ეფექტურ კომუნიკაციას მიიჩნევენ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1087 | დაამატა: admin | თარიღი: 06.12.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0