კვირა, 24.11.2024, 00:59
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 15
 

ჩვენ, მშვიდობისმყოფელ ქალთა  ალიანსი მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომლისთვისაც ძვირფასია მშვიდობა და განვითარება. მივმართავთ საზოგადოების იმ  ნაწილს, რომელსაც შეგვიძლია სამოქალაქო საზოგადოება ვუწოდოთ.

ჩვენ გვინდა ყოველივე თქვენგანს გავუზიაროთ ჩვენი მისწრაფება: დავიბრუნოთ, შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყნებს შორის. მშვიდობის  ფასეულობის  ფილოსოფია საფუძველს იღებს იმ მომენტებიდან, რომლებიც გვაერთიანებს. ჩვენ ვერ შევცვლით გეოგრაფიულ მდებარეობას და ვრჩებით მეზობლებად. ჩვენ ჯერ კიდევ შენარჩუნებული გვაქვს სულიერი და კულტურული კავშირები, გაგვაჩნია რელიგიური ერთობა, გვყავს ბევრი შერეული ოჯახი და მრავალრიცხოვანი დიასპორა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის მოთხოვნა ეკონომიკური აუცილებლობაა.

ჩვენ გაგვაჩნია მყარი მორალური საფუძველი და მოგმართავთ მხარდაჭერისთვის: მიუხედავად პროპაგანდისა, ქართველები არ გახდნენ  მტრები რუსეთისათვის, ვერც ნებისმიერი რუსის - როგორც მტრის, სტერეოტიპი  ჩამოყალიბდა საქართველოში. ჩვენი საერთო წარსული უფრო მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვის რუსულ-ქართული კონფლიქტის გაღვივებაში. მაგრამ ჩვენ ცოტაოდენი დრო დაგვრჩა, თუკი ახლავე არ შევუდგებით ცვლილებებს.

ამას კი უნდა მივაღწიოთ შემდეგი მიმართულებებით:

·        დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

·        ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა

·        კულტურული ერთობის განმტკიცება და განვითარება

ცოტაც  და ჩვენ  ხელიდან გავუშვებთ ისტორიულ შესაძლებლობას და გაუცხოება დაგვეუფლება.

პირველ რიგში, ჩვენ ვახდენთ აპელირებას ქალთა დღის წესრიგის მქონე ორგანიზაციებზე - მათ არ სჭირდებათ მშვიდობის უპირატესობის მტკიცება, ჰუმანიტარული საკითხები მათი საქმიანობის არსია.

მოგიწოდებთ გამოვიყენოთ საერთაშორისო ინსტრუმენტები და მექანიზმები, რაც საიმედო ბაზას წარმოადგენს  მშვიდობისმყოფელთათვის: გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, რომელიც  ქალებს აქტიურ და ეფექტურ მონაწილეებად მიიჩნევს სამშვიდობო პროცესში. ამ დღეებში აღინიშნება მისი 10 წლის იუბილე, ეს შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც მისი აქტუალიზების კარგი მიზეზი.  საჭიროა დოკუმენტის შემოქმედებითად და საფუძვლიანად გამოყენება, რათა მივაღწიოთ სასურველ ცვლილებებს - მოვითხოვოთ ქალთა ჩართულობა მოლაპარაკების პროცესში, შევცვალოთ მისი ფორმატი და მონაწილეთა სტატუსი - ვეძებოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა ორივე მხრიდან მოლაპარაკებაში მონაწილეობა მიიღონ მშვიდობის დამყარებით დაინტერესებულმა ადამიანებმა.

ჩვენ აპელირებას ვახდენთ მედიაზე, როგორც ინსტიტუტზე, რომლის მუშაობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებში. ჩვენ ვხედავთ, როგორ იყენებენ მედიას კონფლიქტის ესკალაციისათვის. ხშირად ეს ინსტრუმენტი უკეთურთა ხელშია. ჩვენ ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია მის მიმართ, ისევე როგორც სახელმწიფო მოწყობის რეალობის მიმართ,  თუმცა ჩვენ მივმართავთ მედიას, როგორც იმ ადამიანთა ერთობას, რომელთაც თავად შეუძლიათ სამუშაო ადგილის, სტილის და მისაღები თუ მიუღებელი დიაპაზონის  არჩევა. გვჯერა, რომ ამ ეტაპზეც კი შეგვიძლია ბევრი რამ ავიცილოთ თავიდან, თუკი გამოვიყენებთ გამძლეობასა და თავდაჭერილობას, თავს შევიკავებთ  ნაჩქარევი და სენსაციური გადაწყვეტილებისაგან, არ ავყვებით პროვოკაციას, ვიხელმძღვანელებთ ზოგადადამიანური ღირებულებებით და ფოკუსს გავაკეთებთ არა იმაზე, რაც გვაშორიშორებს,  არამედ იმაზე, რაც გვაერთიანებ

კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები | ნანახია: 1302 | დაამატა: moderatori | თარიღი: 15.12.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 42
სტუმარი: 42
მომხმარებელი: 0