ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:37
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 29

„ქალთა ხმა პოლიტიკაში" - ჟურნალის პირველი ნომერი ახალი პროექტის ფარგლებში გამოდის.

მასში მოთხრობილია ამომრჩეველ ქალთა კლუბებზე, რომლებიც დასავლეთ საქართველოს რვა ქალაქში მოქმედებს. ქალებზე, რომლებიც კლუბების აქტიური წევრები არიან...

ჟურნალი გააგრძელებს ჩვეულ ტრადიციას - შეეცდება, დაუმტკიცოს მკითხველს  ქალთა პოლიტიკური აქტიურობის აუცილებლობა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1023 | დაამატა: admin | თარიღი: 29.12.2010

   
 

ქუთაისში, სასტუმრო „ტირიფებში"  გამართულ გაერთიანებული მრგვალი მაგიდის სხდომაზე  ფონდმა „სოხუმმა" ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.

ათამდე მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტი: სამშვიდობო საქმიანობა, ქალთა მხარდაჭერა, ახალგაზრდებთან მუშაობა, დევნილთა უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაცია, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, ამომრჩეველ ქალთა კლუბი, თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებთან, საინფორმაციო სექტორი, - ამ და სხვა მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს ფონდის ხელმძღვანელებმა, პროექტის კოორდინატორებმა, ასისტენტებმა, მოხალისე ლიდერებმა.

შემაჯამებელი ანგრიშებით ფონდმა „სოხუმმა" ერთწლიანი მუშაობა დაასრულა. საახალწლო არდადეგები 2011 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაციაქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1023 | დაამატა: admin | თარიღი: 29.12.2010

გამოვიდა ჟურნალ „ქალთა ხმის" ბოლო, მეექვსე ნომერი. მან ერთგვარად შეაჯამა წლის მანძილზე ძალადობის პრევენციის მიზნით ჩატარებული მუშაობა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის დროს განხორციელებულ აქტივობებზე.

ჟურნალი უხვადაა ილუსტრირებული - ყოველი ფოტოსურათი სწორედ ამ აქტიური მუშაობის ასახვაა.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: საინფორმაციო ბიულეტენი | ნანახია: 1002 | დაამატა: admin | თარიღი: 29.12.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0