ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » დეკემბერი » 02
ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდული ფორუმ-თეატრი აგრძელებს მუშაობას  კამპანიის ფარგლებში. ორ დეკემბერს წარმოდგენა გამართეს ქუთაისში - ლიტერატურულ კლუბში.  შეხვედრას ესწრებოდნენ ლიტერატურული კლუბის წევრები, უფროსკლასელები და  ქუთაისის სკოლების თვითმმართველობის წევრები.
ნაჩვენები იქნა სამი სცენა ძალადობის თემაზე. მაყურებელი  წარმოდგენას დიდი ინტერესით და ყურადღებით ადევნებს თვალს, რასაც მოჰყვა დისკუსიები. ერთხმად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ  მსგავსი ღონისძიებები ძალადობის პრევენციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია.
კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1059 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2010

 

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ლიდერმა გოგონებმა აქტიური საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ხონის საჯარო სკოლებში.

ისინი აწყობდნენ შეხვედრებს უფროსკლასელებთან და აწვდიდნენ მათ ინფორმაციებს ძალადობის კამპანიასთან დაკავშირებით. ინფორმაციებით პედაგოგებიც დაინტერესდნენ. მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით, რადგან ფონდმა „სოხუმმა" 25  ნოემბერს ხონში(ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქში) უკვე ჩაატარა მდუმარე აქცია  სლოგანით- „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"

მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 999 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2010

 

ფოთში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მოეწყო სურათების გამოფენა. გამოიფინა დევნილი გოგონას - სალომე ხელაიას ნამუშევრები.  გამოფენის სლოგანი იყო - სილამაზე ძალადობის წინააღმდეგ. დამთვალიერებლებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს, მათი აზრით 

ძალადობა ბოროტებაა და მისასალმებელია, რომ  მსოფლიო კამპანიაში საქართველოც მონაწილეობს.

კატეგორია: გამოფენები | ნანახია: 1099 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0