ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში განსხვავებული ფორმატით ჩატარდა.
შეხვედრას ოზურგეთისა და ფოთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეები თვლიან რომ შეხვედრების ასეთი ფორმით ჩატარება აუცილებელია ინფორმმაციის გაცვლისა და თანამშრომლობისათვის.
- გავეცანით ბათუმის კლუბის მუშაობას, ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე - ქალის როლზე პოლიტიკაში, საერთო პრობლემებზე. ბათუმის კლუბის წევრებმა იმ გრანდიოზული ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც მათ ქალაქში საახალწლოდ იგეგმება, ეს ინფორმაციები სიამოვნებით მოვისმინეთ - ციცი კუპრაძე, ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი
- ვფიქრობ, გაცვლითი შეხვედრები რეგიონებში უფრო საინტერესოა, რადგან სხვა რეგიონის ცხოვრებას უფრო ახლოს ვეცნობით - სოფო ბილიხოძე, ამომრჩეველ ქალთა კლუბის ლიდერი ფოთში.
ფონდი „სოხუმის" ამომრჩეველ ქალთა კლუბი მორიგ გაცვლით შეხვედრას სხვა რეგიონში გეგმავს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |