კამპანიის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრმა წარმოდგენა ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში გამართა.
მაყურებელი გაინსაკუთრებით დაინტერსდა სცენით, სადაც და-ძმას შორის კონფლიქტური სიტუაციაა. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ სცენარში და გამოსავლის პოვნასაც შეეცადნენ. ალტერნატიულ ვარიანტებში გამოჩნდა მოლაპარაკება, დათმობა დის მხრიდან, მშობლის ჩარევა.
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, მუსიკალურ-სკოლა ინტერნატშიმცხოვრებ დევნილებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. თვალსაჩინო ადგილას გაიკრა პოსტერები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ეს არის მსოფლიო საინფორმაციო კამპანია, რომელშიც 150-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.
შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდათ ანკეტური გამოკითხვის ფურცლები, რომელიც ითვალისწინებს კვლევას - როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის ფაქტებისადმი.
შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა ისაუბრეს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მიერ გამოვლენილ პრობლემებზე და მათი მოგვარების აუცილებლობაზე.
მონაწილეთა აზრით მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ფონდი „სოხუმის" იურისტები აქტიურად ჩაერთვნენ ლიგის მუშაობაში და ამუშავებენ დეკრეტულ შვებულებისა და უფასო მშობიარობის საკითხებს შესაბამისი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
გარდა ზემოთხსენებული ორი პრობლემისა, წყალტუბოში, ადგილობრივ დონეზე გადასაჭრელი მთელირიგი პრობლემები დასახელდა. მათ შორისაა უფასო მგზავრობა სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის, მუნიციპალური ბაღებისა და საავადმყოფოების აღდგენა.
კლუბის წევრებმა გამოხატეს ინიციატივა, ამ პრობლემის მოგვარების მიზნით მოამზადონ წერილი და წარუდგინონ ადგილობრივ მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
ფონდი „სოხუმის" ინიციატივით მოსკოვის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან და ლექტორ -მასწავლებლებთანთემაზე - ოჯახური ძალადობა.
მონაწილეებმა მიღეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო კამპანიაზე. დარიგდა ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები. გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია აღნიშნული თემის ირგვლივ.
ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგიქუთაისშიმუსიკალურ სკოლა-ინტერნატში ჩასახლებულ დევნილთა კოლექტიურ ცენტრს ესტუმრა. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე. ისაუბრეს ძალადობის სახეებზე. მონაწილეთა აზრით, ბოლო წლებში ქალები უკეთ ერკვევიან საკუთარ უფლებებში, საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა, რაც იმის დასტურია, რომ ძალადობის საკითხებზე სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა ისმის საუბარი.