ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:10
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 30

..30 ივლისს ტელეკომპანია ,,რიონის" ეთერში გავიდა ფონდი სოხუმის მიერ ორგანიზებული გადაცემა  თემაზე ქალთა მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში.    ფონდი სოხუმის  ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტის ჩვენების შემდეგ  აღნიშნული  თემის ირგვლივ   დისკუსია გაიმართა.

  ფონდი ,,სოხუმის"  პროექტის ასისტენტმა მირანდა გვანცელაძემ ისაუბრა იმ საქმიანობაზე,  რომელსაც ფონდი ,,სოხუმი" ახლად არჩეულ ქალ დეპუტატებთან აწარმოებს ურთიერთთანამშრომლობის მიზნით დას. საქართველოს ყველა რეგიონში.  საუბარი შეეხო  ქალაქ  ქობულეთში გამართულ სამდღიან ტრენინგს ,  სადაც საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს და მათთვის მრავალი საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

   გადაცემაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარემ ნინო თვალთვაძემ, ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ  და  ფონდი სოხუმის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა როლის გაზრდის აუცილებლობაზე  ადგილობრივ თვითმმართველობაში; საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, მასმედიის როლის მნიშვნელობაზე.   ითქვა,  რომ ანალოგიური  ღონისძიებები ტრენინგებისა და შეხვედრების სახით აუცილებელია,   რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, ქალი დეპუტატების შესაძლებლობების გაზრდას.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1121 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.07.2010

სენაკში ჩატარებული მაგიდის თემამ: "დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, აზართულ თამაშებზე - ოჯახში ძალადობის კონტექსტი", 30 ივლისს, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში მიუხედავად გაუსაძლისი სიცხისა უამრავი ადამიანი შეკრიბა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. მას დევნილი საზოგადოების წარმომადენლები, იურისტები, ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მობრძანდნენ უბნის ინსპექტორ-გამომძებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მოწვეული იყო, როგორც ექსპერტი.

ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციების ფონზე ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა. მრგვალ მაგიდაზე დაისახა იდეა, რომ ჩატარდეს ერთობლივი კომპანია ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რომელიც მიზნად დაისახავს ახალგაზრდების ინფორმირებას აღნიშნულ თემებზე, მათ სავალალო შედეგებზე და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბებას.

"მთავარია, საზოგადოება გულგრილი არ დარჩეს აღნიშნული პრობლემების მიმართ", " სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ოპტიმალური პოლიტიკა"- ითქვა შეხვედრაზე. მონაწილეთა უმრავლესობა გაჟღერებულ ინიციატივას მიესალმა.
 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 1348 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.07.2010

2-ივლისი ქალაქ ქუთაისის ცენტრალური სკვერი.  ზაფხულის მწველი მზე და სიცხისაგან შეწუხებული მოქალაქეები, რომლებიც მზეს ემალებოდნენ... მათთვის მოულოდნელად სკვერის შუაგულში გამოჩნდნენ ფორუმ-თეატრის მონაწილეები და ჩვეული ორგანიზებულობით დაიწყეს თავიანთი რეკვიზიტების დალაგება, სკვერის შუაგული სცენად გადაიქცა. აქა იქ გაისმა საყვირების ხმაც, რომელიც ჩრდილში მოკალათებულ მოქალაქეებს ფონდი "სოხუმის” ახალგაზრდული ფორუმ-თეატრის წარმოდგენაზე დასასწრებად მოუწოდებდა.

 

პირველი სცენა და პირველი აქტიური მაყურებელიც გამოჩნდა:

(ძალადობა ოჯახში) ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ნაკლებად უნდა ერეოდნენ ოჯახის დანარჩენი წევრები ყველაფერი ცოლ ქმარს შორის დიალოგით უნდა გადაწყდეს.

- ცოლი და ქმარი ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად უნდა ცხოვრობდეს.

აქტუალური აღმოჩნდა დამსწრე ახალგაზრდებისათვის სკოლაში განხორციელებული ძალადობის სცენა.

- გოგონამ უნდა შეძლოს თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა.

- პედაგოგმა და სკოლის დირექციამ ფაქტზე  უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება.

 

28-ივლისი. ფორუმ-თეატრი კიკვიძის სახელობის სკვერში გამოჩნდა. წარწერებიანი დაფები: " ძალადობა ბოროტებაა”,  "სდექ, ძალადობაა!”, "ნუ იქნები გულგრილი” და ა.შ.

მაყურებელი  წარმოდგენას დიდი ინტერესით და ყურადღრებით ადევნებს თვალს:

(ძალადობა ოჯახში და - ძმას შორის) - და აუცილებლად დათმობაზე უნდა წავიდეს და დიალოგით შეძლოს ძმის ძალადობის თავიდან აცილება.

მაყურებელმა ამ დღეს ახალი სცენაც იხილა ძალადობა ქუჩაში.

ივლისის თვე  დასრულდა ფორუმ-თეატრი მაყურებელს სექტემბრამდე დაემშვიდობა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: ფორუმ-თეატრები | ნანახია: 1109 | დაამატა: moderatori | თარიღი: 30.07.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 32
სტუმარი: 32
მომხმარებელი: 0