|
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ფოთი, ხონი, ხურჩა, სენაკი, წყალტუბო, ქუთაისი) გაიმართა 6 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 103-მა დევნილმა ქალმა.
- ძნელია, თავიდან აიცილო პრობლემები, რომელთა გარემოცვაშიც ვიმყოფებით ჩვენ, დევნილი ქალები, - აღნიშნავენ მონაწილეები.
"18 წელია, დევნილთა უმეტესობა გაურკვევლობაში ცხოვრობს - მოუწყობელი ყოფა, უმუშევრობა, მიგრაციის პრობლემები. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, როცა ქალები უჩივიან მოწყენილობას, შიშს, განგაშის შეგრძნებას, ერთფეროვნებას, უძილობას, სიზმრებს, ბოღმას, უიმედობას. ყოველ მათგანს რამდენიმე ემოციური რეაქცია აქვ, და მათთან შებრძოლება უნდათ. ეს ქალთა ის კატეგორიაა, რომელთათვისაც საჭიროა ფსიქორეაბილიტაცია", - აღნიშნავს ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|