კვირა, 24.11.2024, 00:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივლისი » 16

16 მაისს ტელეკომპანია "რიონის” ეთერში ფონდი "სოხუმის” მიერ ინიცირებული ტელეგადაცემა გავიდა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ეხებოდა.

გადაცემის ნაწილი ფონდის მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია "International Alert”- ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის შედეგებზე საუბარს დაეთმო, რომელიც მიზნად საზოგადოებისათვის ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევის - «დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში” - შედეგების გაცნობას, კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე საზოგადოებრივი დისკუსიების ინიცირებას ისახავდა.

დასავლეთ საქართველოს უმეტეს ქალაქებსა და სოფლებში ჩატარებული შეხვედრების ირგვლივ პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ისაუბრეს, მათვე ასახეს ის ძირითადი განწყობები, რომლებიც ამ შეხვედრებზე სუფევდა: როგორია საზოგადოების ხედვა, რა საფრთხეებს ხედავენ, რა მიმართულებით თვლიან  საჭიროდ სამშვიდობო მუშაობას,  რამდენად რეალისტურია, მათი აზრით, სტრატეგია  ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და რა მომავალი აქვს ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ თანამშრომლობას.

სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე და მისი განხორციელების მექანიზმებზე და პერსპექტივებზე ისაუბრეს ექსპერტებმა. მათი აზრით, "მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეზღუდულია პოლიტიკური თანამშრომლობის მომენტი, ამ სტრატეგიის მიღებით საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი და კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით აპირებს. მიღებულია კონკრეტული სამოქმედო გეგმაც, რომლის  ინსტრუმენტები აუცილებლად დააინტერესებთ აფზაზებსა და ოსებს. საჭიროა დრო და მუხლჩაუხრელი შრომა მის გასატარებლად”.

 

პროექტი ხორციელდებასაერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: TV გადაცემები | ნანახია: 1125 | დაამატა: moderatori | თარიღი: 16.07.2010

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 58
სტუმარი: 58
მომხმარებელი: 0