..30 ივლისს ტელეკომპანია ,,რიონის" ეთერში გავიდა ფონდი სოხუმის მიერ ორგანიზებული გადაცემა თემაზე ქალთა მონაწილეობის გაზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ფონდი სოხუმის ჟურნალისტების მიერ მომზადებული სიუჟეტის ჩვენების შემდეგ აღნიშნული თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.
ფონდი ,,სოხუმის" პროექტის ასისტენტმა მირანდა გვანცელაძემ ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რომელსაც ფონდი ,,სოხუმი" ახლად არჩეულ ქალ დეპუტატებთან აწარმოებს ურთიერთთანამშრომლობის მიზნით დას. საქართველოს ყველა რეგიონში. საუბარი შეეხო ქალაქ ქობულეთში გამართულ სამდღიან ტრენინგს , სადაც საკრებულოს წევრმა ქალბატონებმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის გზები დასახეს და მათთვის მრავალი საჭირო ინფორმაცია მიიღეს.
გადაცემაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯომარემ ნინო თვალთვაძემ, ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ და ფონდი სოხუმის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა როლის გაზრდის აუცილებლობაზე ადგილობრივ თვითმმართველობაში; საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე, მასმედიის როლის მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ ანალოგიური ღონისძიებები ტრენინგებისა და შეხვედრების სახით აუცილებელია, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას, ქალი დეპუტატების შესაძლებლობების გაზრდას.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |