|
ამომრჩეველ ქალთა კლუბის მრავალპარტიულ შემადგენლობას კომუნისტური პარტიის წარმომადგენელიც შემოუერთდა. შორენა ბარამიძემ ამჯერად უფრო ახლოს გააცნო საკუთარი თავი დამსწრე საზოგადოებას - მისი თქმით, ამ პარტიაში გაწევრიანება სხვადასხვა ინტერესებით იყო გამოწვეული - მათ შორის რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაასახელა. კლუბზე 2010 წლის არჩევნებიც მიმოვიხილეთ - კლუბის წევრები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა აუცილებელია, რადგან ქალი თავისი ბუნებით უფრო მგრძნობიარეა და ის უკეთ რეაგირებს სოციალურ, ჯანდაცვის, განათლებისა თუ კულტურის საკითხებზე.
ოზურგეთის საკრებულოში არჩევნების შედეგებით 3 ქალბატონია წარმოდგენილი. კლუბის წევრები - ჟურნალისტები, პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 3 ქალი ვერ შეცვლის არსებულ სურათს ქალაქის ცხოვრებაში, თუმცა, დარწმუნებულნი არიან, რომ ისინი მთელი ძალისხმევით იშრომებენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |